გარედან ხრაშუნა, შიგნით კი რბილი და ნაზი ორცხობილები 10 წუთში

15-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

ფქვილი - 2.5 ჭიქა

კარაქი - 200 გ

სოდა - 0.5 ჩკ

შაქარი - 1 ჭიქა

კვერცხი - 1 ცალი

მომზადების წესი

კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და სოდასთან ერთად.დაუმატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი. თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.გააბრტყელეთ 8 მმ სისქის ფირფიტა. ამოჭერით სასურველი ფორმის ნამცხვრები. აცხვეთ 8-10 წუთი 180 გრადუს ტემპერატურაზე. დიდხანს არ მოგივიდეთ, ძალიან გამოშრება.ნამცხვარი გარედან ხრაშუნა, შიგნიდან კი რბილი უნდა გამოვიდეს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები