სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს - თბილისში მეოთხე კლასის მოსწავლე ტრაგიკულად დაიღუპა
თბილისში მოზარდი, მეოთხე კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი თამაშის დროს სარდაფში შუშის ნამსხვრევზე დაეცა, რის შემდეგაც დაიღუპა.
მოზარდის გარდაცვალების შესახებ წერს N142 საჯარო სკოლა.
"გარდაიცვალა ჩვენი სკოლის IVდ კლასის მოსწავლე, ნინო ჩორგოლაშვილი. ეს ტრაგედია დიდ ტკივილს გვაყენებს ყველას, ვინც მას იცნობდა - დამრიგებელს, მასწავლებლებს, თანაკლასელებს, სკოლის თითოეულ წევრს.
ნინო იყო ნათელი, კეთილი და გულთბილი, რომელიც ყოველთვის სიყვარულითა და სითბოთი ავსებდა ირგვლივ მყოფებს. მისი მოულოდნელი წასვლა უდიდესი დანაკლისია ჩვენი სკოლისთვის. სკოლის თითოეული წევრი ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას", - ნათქვამია სკოლის მიერ გამოქვეყნებულ სამძიმრის წერილში.