კიტრის მარინადის საიდუმლო რეცეპტი – "თითებს ჩაიკვნეტთ", ისეთი გემრიელია

13-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

ნიორი

შავი პილპილი

შაქარი

მარილი

ძმარი 9%

ზეთი

ოხრახუში 1 კონა

კიტრი

მომზადების წესი

მომზადების წესი:

გარეცხეთ კიტრი, მოაჭეით პატარაზე ორივე მხრიდან თავები.

თუ დიდია კიტრი, გაჭერით ოთხ ნაწილად სიგრძეზე. თუ პატარა კიტრებია, - შუაზე.

მოათავსეთ კიტრი ქვაბში. დაჭერით წვრილად ოხრახუში და ჩაყარეთ კიტრთან. დაუმატეთ ერთი ჭიქა ზეთი და ერთი ჭიქა 9 %-იანი ძმარი. დაუმატეთ 80 გ მარილი (100 გრამიან ჭიქაში დატოვეთ ერთი თითის დადება).

მიღებულ მარინადს დაუმატეთ ერთი ჭიქა შაქარი და 1/2 ს/კ დაფქული შავი პილპილი.

საშუალო ზომის თავი ნიორი გაარჩიეთ და დაანაწევრეთ კბილებად, დაჭერით თითოეული კბილი თხელ ფირფიტებად და ჩაუმატეთ ქვაბში კიტრს.

გააჩერეთ 4-6 საათი. ამ დროის განმავლობაში კიტრი გამოუშვებს წვენს – სწორედ ამ წვენში დამარინადდება კიტრი.

ამ ხნის განმავლობაში პერიოდულად შეანჯღრიეთ ქვაბი.

სანამ კიტრი მარინადდება, გაასტერილეთ ლიტრანახევრიანი ქილები (4 კგ კიტრისგან 9 ქილა კონსერვი გამოგივათ).

შემდეგ აიღეთ გასტერილებული ქილები და გაავსეთ კიტრით: მოათავსეთ კიტრის ნაჭრები ვერტიკალურად. თუ ქილა კარგად არ გაივსო, ჩაალაგეთ კიტრი ჰორიზონტალურადაც.

მოასხით ქილებში ჩალაგებულ კიტრს თავისივე მარინადე, დააფარეთ თქავსახურები და გაასტერილეთ 20-25 წუთის განმავლობაში.

შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ ქილები და მოხუფეთ.

დააყირავეთ ქილები და შეფუთეთ, სანამ კარგად არ გაცივდება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები