ხაჭო+ყველი+ძეხვი - გემრიელი ღვეზელი სახელად „საუზმე“, რომლის მომზადებას ბავშვიც კი შეძლებს
ინგრედიენტები
ფქვილი - 100.00 გ
რძე - 200.00 მლ
კვერცხი - 3.00 ც
მარილი და პილპილი გემოვნებით
პამიდორი - 1.00 ც
ძეხვი - 100.00 გ
ყველი - 150.00 გ
ხაჭო - 400.00 გ
მომზადების წესი
ხაჭოს დაუმატეთ გახეხილი ყველი, დაჭრილი ლორი ან ძეხვი, პამიდორი, მარილი, პილპილი, კვერცხი, რძედა ფქვილი. ყველაფერი კარგად შეურიეთ ერთმანეთს, გადაიტანეთ ცხიმწასმულ ფორმაში (22 X 16 სმ) და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები