ბავშვი 5 საათი ძეძვზე იყო ჩამოკიდებული, იმ ადგილას მდინარე რაღაც კუნძულის მსგავსს ქმნის" - რას ჰყვებიან ცხენისწყალში გადარჩენილ ბავშვზე

11-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

რა მოხ­და წუ­ხელ სო­ფელ ხუნ­წში? ძა­ლი­ან გვი­ა­ნი ღა­მის მი­უ­ხე­და­ვად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ამ ამ­ბავს მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უმ­ძაფ­რე­სი ემო­ცი­ით გა­ნიც­დი­და.

- ბავ­შვზე და მის ოჯახ­ზე თავს დამ­ტყდა­რი ტრა­გე­დია იმ­დე­ნად სუ­ლის შემ­ძვრე­ლია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არ გა­ნი­ცა­დო. ჩვენც, მთე­ლი სო­ფე­ლი და ჩვენ­თან ერ­თად - 50 მაშ­ვე­ლი გულ­გა­პო­ბი­ლი ეძებ­და ბავ­შვს, სრუ­ლი ხუთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. მით უფრო, რომ მდი­ნა­რე ახლა ადი­დე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ად­გი­ლას ტრი­ა­ლებს წყა­ლი, სა­დაც ბავ­შვი წა­ი­ღო. სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გენ­ლად აღ­სა­წე­რია ის სი­ხა­რუ­ლი, რაც ხალ­ხმა მა­შინ გა­ნი­ცა­და, როცა ბავ­შვი ცო­ცხა­ლი ნახა. ბევ­რმა თქვა, ემო­ცი­ე­ბის­გან კი­ნა­ღამ ჩა­ვი­კე­ცე, როცა ბავ­შვი და­ვი­ნა­ხეო.

ambebi.ge


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები