"ამ გემრიელობის რეცეპტი დედაჩემისგან ვისწავლე, საოცარი არომატი და გემო აქვს!" - წითელი ლობიო ბრინჯით

10-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

ბრინჯი - 1 ჭიქა

წყალი - 2 ჭიქა

წითელი ლობიო - 300 გ, მოხარშული ან დაკონსერვებული

წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი

ახალი ნიორი - 1 ღერი

ხმელი რეჰანი - 1 ჩკ

ხახვი - 1 თავი

პაპრიკა - 1 სკ

მარილი

წიწაკა

ზეთი

მომზადების წესი

ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ ასევე წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ნივრის ფოჩები, ზეთი და მოვშუშოთ, სანამ დარბილდება, შემდეგ დავუმატოთ ლობიო და 1-2 წუთი ვშუშოთ. თუ გვსურს წვნიანი იყოს, ცოტაოდენი მდუღარე წყალი შევურიოთ. ლობიოს დავუმატოთ მარილი, წიწაკა, პაპრიკა, რეჰანი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. პარალელურად ქვაბში ავადუღოთ წყალი, შევანელოთ მარილით და ჩავყაროთ ბრინჯი. ვხარშოთ თავდახურული. ბრინჯი და ლობიო ერთად მივიტანოთ სუფრაზე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები