გეგონა ვადაგასულია და გაადააგდე? ნახე პროდუქტები, რომლებიც შეგიძლია მუდამ შეინახო
პროდუქტების მირთმევა, რომლებსაც ვადა გაუვიდათ ან უკვე ვადაზე ახლოს არიან, ჯანმრთელობისთვის სარისკოა. ზოგიერთი მათგანი სერიოზულ გართულებებსაც კი იწვევს.
თუმცა, არსებობს პროდუქტები, რომლებიც სათანადო პირობებში ათწლეულების განმავლობაშიც ინარჩუნებენ თავის თვისებებს და არ ფუჭდებიან.
"ამ პროდუქტების დიდი ნაწილი ინახება მშრალ, გრილ გარემოში ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში. ასეთი პირობები უზრუნველყოფს კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას წლების განმავლობაში" - აცხადებენ სპეციალისტები.
გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც პრაქტიკულად არ ფუჭდება და წლების განმავლობაში სრულიად უსაფრთხოა მათი მოხმარება.
ბრინჯი
კვლევების მიხედვით, ბრინჯი - განსაკუთრებით პრიალა და დაორთქლილი სახეობა - 30 წლის განმავლობაშიც ინარჩუნებს გემოს და კვებით ღირებულებას, თუ ინახება 4.5°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე და ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში.
მშრალი რძე
მშრალი რძე ან რძის ფხვნილი, ჰერმეტულად შენახვის შემთხვევაში, წლების განმავლობაში ინარჩუნებს საკვებ ღირებულებებს. მთავარია, პროდუქტი დამზადებული იყოს ტექნოლოგიური სტანდარტების სრული დაცვით და ინახებოდეს ტენისგან დაცულ პირობებში.
ლობიო
ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ 30 წელი შენახულ ლობიოშიც კი არ შეცვლილა კვებითი ღირებულებები. ლობიო, სხვა მარცვლეულის მსგავსად, კარგ პირობებში ინახება ათწლეულებით.
მარილი
ტექნიკურად, მარილი მინერალია და არ ფუჭდება. ის ტენს შთანთქავს, რის გამოც შესაძლოა ფორმა შეცვალოს, მაგრამ არ კარგავს თვისებებს.
იოდიზირებული მარილი კი მხოლოდ ერთი წელი ინახება - შემდეგ იოდი ნელ-ნელა ქრება და პროდუქტი მხოლოდ გემოსთვის ვარგისია.
ძმარი
ძმარი, განსაკუთრებით ვაშლის ან თეთრი ძმარი, სწორ პირობებში განუსაზღვრელი ვადით ინახება. აუცილებელია მინის ჭურჭელში მოთავსება და სინათლისა და სითბოსგან დაცვა.
შაქარი
შაქარი, მარილის მსგავსად, არ ფუჭდება. მიუხედავად იმისა, რომ ტენს შთანთქავს, მისი შემადგენლობა უცვლელი რჩება. მთავარი პირობაა მშრალი და ჰერმეტული გარემო.
თაფლი
თაფლი ერთ-ერთ უნიკალურ პროდუქტად ითვლება, რომელიც პრაქტიკულად არ ფუჭდება. მისი ანტიბაქტერიული თვისებები ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.
ეგვიპტეში არქეოლოგებმა 3 000 წლის თაფლი აღმოაჩინეს, რომელიც ჯერ კიდევ საკვებად ვარგისი იყო. საქართველოში კი აღმოჩენილია 5 500 წლის თაფლი, რომელიც ასევე უნიკალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
სპეციალისტების თქმით, ამ პროდუქტების გამოყენება არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ ეფექტური გზაა გრძელვადიანი საკვების მარაგის შესაქმნელად - განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციებისთვის.