წამალი არ არის საჭირო - თუ თავის ტკივილი გაწუხებთ, ეს მეთოდი დაგეხმარებათ

07-06-2025
გიორგი ზ.
Aa

შაკიკი ძლიერი და ხშირ შემთხვევაში აუტანელი თავის ტკივილია, რომელიც განსაკუთრებით ხშირად გვხვდება მოზარდებსა და საშუალო ასაკის ადამიანებში. მისი შეტევა შესაძლოა არა მხოლოდ ყოველდღიური გეგმის ჩაშლის მიზეზი გახდეს, არამედ გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და სამუშაოს უნარებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ტკივილის შემსუბუქებისთვის უამრავი ფარმაცევტული საშუალება არსებობს, ბუნებრივი მეთოდებისადმი ინტერესი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და სწრაფი საშუალება, როგორც აღმოჩნდა, ჰიმალაის ვარდისფერი მარილია.

ჰიმალაის მარილი – ბუნებრივი ინგრედიენტი შაკიკის წინააღმდეგ

ჰიმალაის მარილის კრისტალები შეიცავს 84-ზე მეტ მინერალს და 118 ელემენტის წყაროა. სპეციალისტების თქმით, ის ორგანიზმს ენერგიით ავსებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, არეგულირებს სეროტონინის დონეს სისხლში და ხელს უწყობს ტუტე ბალანსის შენარჩუნებას. მარილი ასევე ეფექტურად აბალანსებს ელექტროლიტებს ორგანიზმში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შაკიკის დროს.

შაკიკის ბუნებრივი “წამლის” რეცეპტი მარტივია:

გახეხეთ 1 ცალი ლიმონის ცედრა და გამოწურეთ წვენი

დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ჰიმალაის მარილი

შეურიეთ 100 მლ თბილი წყალი

ეს ნაზავი არ აქვს მკვეთრად უსიამოვნო გემო და შედეგი დაახლოებით 5 წუთში დგება – შაკიკის სიმპტომები შესამჩნევად იკლებს. თუმცა, სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ ჰიმალაის მარილი შესაძლოა არ იყოს რეკომენდებული ჰიპერტონიის მქონე პირებისთვის, რადგან ის ზრდის არტერიულ წნევას.

მეორე მეთოდი – მასაჟი წარბებს შორის წერტილზე

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოთ ხსენებული ინგრედიენტები ხელთ არ გაქვთ, შაკიკის დროს არსებობს სწრაფი მეთოდი ტკივილის შესამსუბუქებლად. მისი არსი წარბებს შორის მდებარე მგრძნობიარე წერტილის წრიული მოძრაობით მასაჟში მდგომარეობს.

მეთოდის ძირითადი ეფექტებია:

თავის ტკივილის შემცირება რამდენიმე წუთში

შიდა ქალისა და თვალის წნევის რეგულირება

სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესება

სტრესის შემცირება და ძილის მოწესრიგება

ლორწოს გამოყოფის ხელშეწყობა ჰაიმორიტისა და სინუსიტის დროს

სპეციალისტების განმარტებით, ეს ტექნიკა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ქრონიკულად იტანჯება შაკიკის შეტევებით ან უძილობით.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები