მეცნიერებიც ადასტურებენ – მიიღეთ ერთი კოვზი ძილის წინ და ეფექტი გარანტირებულია

07-06-2025
გიორგი ზ.
Aa

თაფლი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძველი ბუნებრივი პროდუქტი, კვლავ ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას ჯანდაცვის სფეროში. სპეციალისტები ამჯერად მის გავლენას ღამის ძილზე და ზოგად ჯანმრთელობაზე სწავლობენ.

ბოლო კვლევებმა და პრაქტიკულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ თაფლის მცირე დოზით მიღება – კერძოდ, ერთი ჩაის კოვზი ძილის წინ – დადებითად მოქმედებს როგორც ძილის ხარისხზე, ასევე სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესზე.

სხვადასხვა კომბინაციით მიღების შემთხვევაში, თაფლი ორგანიზმში განსხვავებულად მოქმედებს. გადამოწმებული ფაქტების საფუძველზე, მეცნიერები გამოყოფენ რამდენიმე ძირითად მიმართულებას, თუ როგორ უწყობს თაფლი ორგანიზმს ხელს.

ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს – თაფლი აუმჯობესებს მელატონინის გამომუშავებას, რაც დადებითად მოქმედებს უჯრედების რეგენერაციასა და ნერვული სისტემის მუშაობაზე.

წვავს ცხიმს – კვების სპეციალისტ მაიკ მაკინესის თქმით, თაფლის რეგულარული მოხმარება ვარჯიშის პარალელურად 10-ჯერ მეტად ააქტიურებს ცხიმების წვის პროცესს.

აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას – ძილის პერიოდში ღვიძლი აქტიურად განახლდება. თაფლისა და გოგრის წვენის ნაზავი მას დადებითად მოქმედებს დეტოქსიკაციის პროცესზე.

აძლიერებს იმუნურ სისტემას – თაფლი და ნიორი ერთად ქმნიან ძლიერ ანტიბაქტერიულ კომპონენტს, რომელიც ეფექტიანია როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე ხველისას.

ენერგიით ავსებს ორგანიზმს – დილით თბილ წყალში გახსნილი თაფლი და ლიმონის წვენი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ენერგიის დონეს.

სპეციალისტების თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები დამახასიათებელია მხოლოდ ნატურალური თაფლისთვის. შესაბამისად, პროდუქტის არჩევისას მნიშვნელოვანია ხარისხის შემოწმება.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები