რატომ არის პლასტმასის ბოთლების ხელახლა გამოყენება სახიფათო ჯანმრთელობისთვის

07-06-2025
გიორგი ზ.
Aa

დღეს პლასტმასი ყველგანაა – წყლის ბოთლები, საკვების კონტეინერები, ერთჯერადი ჭურჭელი... მოხერხებული და იაფი არჩევანია, ამიტომაც ყოველდღიურად ვიყენებთ. მაგრამ ცოტამ იცის, რომ ეს მოსახერხებლობა ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

მეცნიერები უკვე წლებია ჩუმად მყოფ "ტოქსიკურ ბომბზე" საუბრობენ. კვლევებმა აჩვენა, რომ ერთჯერადი პლასტმასის ბოთლებისა და კონტეინერების ხელახლა გამოყენება – განსაკუთრებით მაშინ, როცა მათში ცხელ სითხეს ვასხამთ ან საკვებს ვათბობთ – მიკროპლასტმასასა და მავნე ქიმიკატებს გამოყოფს. ეს ნაწილაკები ორგანიზმში წყლითა და საკვებით ხვდება, გროვდება ქსოვილებში და დროთა განმავლობაში იწვევს ანთებებს, ჰორმონულ დარღვევებს და, რაც ყველაზე საშიშია – ონკოლოგიურ რისკსაც ზრდის.

რატომ ხდება ეს?

ფაქტია – ერთჯერადი პლასტმასი განმეორებით გამოყენებაზე არ არის გათვლილი. სიცხის ან ხანგრძლივი შენახვის დროს ის იწყებს დაშლას და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფას, რომელთაც ორგანიზმზე მრავალი მიმართულებით აქვთ უარყოფითი გავლენა – კუჭ-ნაწლავის სისტემიდან დაწყებული, ღვიძლით და ნერვული სისტემით დამთავრებული.

როგორ დავიცვათ თავი?

მარტივია:

არ გამოიყენოთ პლასტმასის ბოთლები ხელმეორედ, განსაკუთრებით ცხელი სითხისთვის.

არ გააცხელოთ საკვები პლასტმასის ჭურჭელში.

არ დატოვოთ პლასტმასის ბოთლები მზეზე.

სჯობს პლასტმასის ნაცვლად შუშის ან ლითონის ბოთლები და კონტეინერები გამოიყენოთ. მინა ინერტულია – არ რეაგირებს სითბოზე, არ ცვლის სუნსა და გემოს, არ გამოყოფს ქიმიკატებს და, რაც მთავარია, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები