"კაცები ქალებს დაემსგავსებიან... გამანადგურებელი საათი შეუმჩნევლად მოვა" - კოლბრინის ბიბლიის საიდუმლო

07-06-2025
გიორგი ზ.
Aa

ყველას სმენია ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებების შესახებ. მაგრამ ძალიან ცოტამ იცის ერთ უცნაურ წიგნზე, რომელსაც "კოლბრინის ბიბლია" ეწოდება. ეს ხელნაწერი ადამიანის მომავალზე საუბრობს — და, როგორც ჩანს, სწორედ ჩვენს დროზე.

ვინ დაწერა ეს წიგნი, ზუსტად არავინ იცის. ხელნაწერი მხოლოდ ნაწილობრივ არის შემორჩენილი, თუმცა ითვლება, რომ ის ძველი წყაროებიდან გადმოწერილ ტექსტებს მოიცავს. მის გვერდებზე აღწერილია როგორც ისტორიული მოვლენები, ისე ისეთი დეტალები, რომლებიც, თითქოსდა, ძველ აღთქმაშიც უნდა ეწეროს — მაგრამ იქ არ გვხვდება.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ის ნაწილია, სადაც საუბარია წარღვნის მსგავსი კატასტროფის განმეორებაზე — იმ შემთხვევაში, თუ კაცობრიობა იმავე შეცდომებს გაიმეორებს.

აი რა წერია „კოლბრინის ბიბლიაში“:

„ხალხი ფრინველივით იფრენს და თევზივით იცურავებს. ისინი მშვიდობაზე ილაპარაკებენ, მაგრამ ტყუილი და თვალთმაქცობა ყოველდღიურობის ნაწილი გახდება.

ქალები კაცებს დაემსგავსებიან, კაცები კი – ქალებს. სიყვარული ადამიანების ხელში კონტროლის იარაღად გადაიქცევა.

კანონმდებელთა ქვეყანა დაიწყებს დედამიწის მართვას. წმინდანთა ენა დავიწყებას მიეცემა.

ზღვების ერი ყველაზე ძლიერი გახდება, მაგრამ შიგნიდან დაიშლება – როგორც ვაშლი, რომელსაც დამპალი გული აქვს.

ვაჭართა ერები შეიძენენ ადამიანებს, რომლებიც სასწაულების მოხდენას შეძლებენ – და ამას გამარჯვებად ჩათვლიან.

ძლიერები და სუსტები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. სინათლე და სიბნელე. ხალხი რასებად დაიყოფა და მათ შორის დაბადებულები თავს უცხოდ იგრძნობენ.

ძმა – ძმას შეებრძოლება. ცოლ–ქმარი ერთმანეთს გაუცხარდება. მამები ვეღარ ასწავლიან შვილებს – მათ აღარ უსმენენ.

ადამიანებს ექნებათ დიდი სიმდიდრე, მაგრამ სულიერად ღარიბები იქნებიან.

გამანადგურებელი საათი შეუმჩნევლად მოვა და მხოლოდ მტკიცე ბუნების ადამიანები გადარჩებიან.“

წიგნი არ აკეთებს პირდაპირ წინასწარმეტყველებებს, მაგრამ მისი ტექსტი მრავალი სიმბოლური სახით ეხმიანება ჩვენი დროის კრიზისებს — კონფლიქტებს, მორალურ რღვევას, ძალაუფლების გადანაწილებას და ტექნოლოგიურ ქაოსს.

კოლბრინის ბიბლია, შესაძლოა, უბრალოდ მეტაფორებით სავსე ტექსტია. მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო და უყურადღებოდ დარჩენილი გაფრთხილებაა კაცობრიობის ისტორიაში.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები