მარტივი მეთოდი, რომ მაღაზიაში ხარისხიანი ხორცი აარჩიოთ - შეამოწმეთ ადგილზევე
როდესაც ხორცს ყიდულობთ, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ შინ წაიღოთ გაფუჭებული, ან ქიმიური ნივთიერებებით დამუშავებული პროდუქტი. თუმცა, არსებობს მარტივი და ეფექტური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ უარი თქვათ საეჭვო ხორცზე - პირდაპირ ბაზარზე ან მაღაზიაში.
სთხოვეთ გამყიდველს, რომ მოგაწოდოთ ხორცის ძალიან პატარა ნაჭერი - მაგალითად, ფრჩხილის ზომის. შემდეგ, გამოიყენეთ სანთებელი და ცოტათი წამოუკიდეთ ცეცხლი ამ ნაჭერს.
თუ ხორცი ნამდვილი, სუფთა და ქიმიკატების გარეშეა, მისი წვისას უნდა იგრძნოთ ნაცნობი, სასიამოვნო სუნი - დაახლოებით ისეთი, როგორიც მწვადის ან შემწვარი ხორცის დროს დგება. სწორედ ეს არის ნიშანი, რომ ხორცი ხარისხიანია და შეგიძლიათ უსაფრთხოდ შეიძინოთ.
თუ კი წვისას უცნაური, ქიმიური ან უსიამოვნო სუნი იგრძნობა - სჯობს თავი შეიკავოთ ასეთი ხორცის შეძენისგან. ეს შესაძლოა იყოს გაფუჭებული პროდუქტი ან ისეთი, რომელიც სპეციალურად დამუშავებულია ქიმიკატებით ვიზუალური შესახედაობის გასაუმჯობესებლად.