როგორ აღმოაჩინეს ექიმებმა უტვინო მამაკაცი, რომელსაც არაფერი აწუხებდა
შეუძლია თუ არა ადამიანს ტვინის გარეშე ცხოვრება? ბევრისთვის პასუხი უარყოფითია, მაგრამ ეს ყოველთვის სიმართლე არ არის. საფრანგეთში აღმოჩნდა მამაკაცი, რომელსაც ტვინის 90% აკლდა და მაინც ფუნქციონალურ ცხოვრებას ეწეოდა.
ეს ანომალია შემთხვევით, ერთ-ერთი სამედიცინო კვლევის დროს აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს ტვინის დიდი ნაწილი არ ჰქონდა, ის თავის ტკივილს არ უჩიოდა და არც რაიმე აშკარა ნევროლოგიური პრობლემა აწუხებდა.
მატიე რ. ერთი ჩვეულებრივი საჯარო მოხელე იყო – ჰყავდა ოჯახი, ორი შვილი და უყვარდა ფეხბურთის ყურება. 2007 წელს, 44 წლის ასაკში, მას ფეხების ტკივილმა შეაწუხა. ვიზიტების მიუხედავად, ექიმებმა მიზეზი ვერ დაადგინეს და გადაწყვიტეს სრულყოფილი გამოკვლევა. ტომოგრაფიამ შედეგები დრამატული აღმოჩნდა – მამაკაცს თავის ქალა თითქმის მთლიანად სითხით ჰქონდა სავსე, ხოლო ტვინი მხოლოდ თხელი გარსის სახით იყო შემორჩენილი.
თეორიულად, ასეთ მდგომარეობაში სიცოცხლის უნარი მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ მატიე მუშაობდა, ზრდიდა შვილებს და მანქანასაც კი მართავდა. მისი IQ 75 იყო — დაბალი, მაგრამ ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებში.
ფეხების ტკივილის გარეშე მას შესაძლოა ვერც გაეგო, რამდენად უნიკალური შემთხვევა იყო. ექიმებმა დაადგინეს, რომ მამაკაცს ბავშვობაში ჰქონდა დიაგნოზირებული ტვინის ჰიდროცეფალია (წყალმანკი), რის გამოც 14 წლამდე შუნტით დადიოდა — მოწყობილობით, რომელიც თავის ქალადან სითხის გადინებას უზრუნველყოფს. შემდეგ ის ამოიღეს, რადგან ჩათვალეს, რომ გამოჯანმრთელდა. სინამდვილეში, დაავადება ჩუმად გაგრძელდა და წლების განმავლობაში ტვინის განადგურება მიმდინარეობდა.
30 წლის განმავლობაში ეს პროცესი პრაქტიკულად შეუმჩნეველი დარჩა. მატიეს არ ჰქონია არც მახასიათებლური ნევროლოგიური პრობლემები და არც ტვინის მოშლის სხვა ტიპური სიმპტომები. ექიმებს დღემდე გაუგებარია, როგორ ახერხებდა ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებას — და უფრო საინტერესოა, საჭიროებს თუ არა საერთოდ დახმარებას.