პაციენტმა, რომელსაც სურს ვაგინა და პენისი ერთდროულად ჰქონდეს, ჯანდაცვის სისტემას უჩივლა

07-06-2025
გიორგი ზ.
Aa

33 წლის კანადელი აცხადებს, რომ სახელმწიფომ – გადასახადის გადამხდელების ფულით – უნდა დააფინანსოს ოპერაცია, რომელიც ტეხასის კლინიკაში უნდა ჩატარდეს.

ეს ადამიანი არ იდენტიფიცირებს თავს არც ქალად და არც მამაკაცად – და სურს, რომ ჰქონდეს როგორც პენისი, ისე საშო.

Daily Mail-ის ინფორმაციით, კ.ს. ონტარიოდან ითხოვს ვაგინოპლასტიკის ოპერაციის დაფინანსებას პენისის შენარჩუნებით. ეს ნიშნავს, რომ პაციენტი დარჩება პენისით და ამავე დროს ექნება ვაგინალური არხიც – ანუ იქნება ორივე ორგანოს მქონე.

კ.ს. დაიბადა მამაკაცის სასქესო ორგანოებით, მაგრამ იდენტიფიცირდება როგორც ქალი და იყენებს ქალის სახელს.

ონტარიოს სახელმწიფო დაზღვევამ (OHIP) არ დააფინანსა ეს ოპერაცია – მათ თქვეს, რომ პენისის შენარჩუნებით ვაგინოპლასტიკა არ შედის დაფინანსებული სერვისების ჩამონათვალში.

პაციენტმა საჩივარი შეიტანა – თქვა, რომ მისი პენისის იძულებით მოშორება იქნებოდა კონვერსიული თერაპია, რაც კანადაში იკრძალება. ასევე დაასახელა სამედიცინო რისკები – შარდის შეუკავებლობა და ორგაზმის დაკარგვა.

საბოლოოდ, სასამართლომ დააკმაყოფილა კ.ს.-ის მოთხოვნა და სახელმწიფოს უბრძანა, რომ დააფინანსოს ოპერაცია, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე სპეციალიზებული კლინიკა აკეთებს – ერთ-ერთი მათგანია ტეხასში.

ოპერაციის შემდეგ პაციენტს ორივე სასქესო ორგანო ექნება – პენისიც და ვაგინალური არხიც.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები