რას გვიმალავენ ჩიფსებში – საშიში ნივთიერება, რომელიც უკვე ბევრჯერ მიგიღიათ
ალბათ ბევრ თქვენგანს უყვარს ეს სასუსნავი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, სინამდვილეში რისგან მზადდება ის. ჯერ შეგახსენებთ: ამ პროდუქტში კარტოფილის ნატამალიც კი არ არის.
მაგალითად, Pringles-ს აწარმოებს კომპანია, რომელმაც ერთხელ დიდ ბრიტანეთში გადასახადების თავიდან ასარიდებლად განაცხადა, რომ პროდუქტი იმდენად მცირე რაოდენობის კარტოფილს შეიცავს, რომ ის ტექნიკურად საერთოდ არ ითვლება კარტოფილის ჩიფსად.
და მაშ, რისგან მზადდება ეს ჩიფსები?
პირველ რიგში, ქარხანაში ქმნიან სუსპენზიას – ნაზავს, რომელიც შედგება ბრინჯის, ხორბლის, სიმინდისა და კარტოფილის ფანტელებისგან. ამ მასას მრგვალ ფორმას აძლევენ და სპეციალური მანქანით ჭრიან თხელ ფირფიტებად. შემდეგ მათ აძლევენ დამახასიათებელ მოხრილ ფორმას, წვავენ მდუღარე ზეთში, აშრობენ და ასხურებენ არომატიზატორებით. საბოლოოდ კი ეს ფურცლები თავსდება ქილებში ან პაკეტებში და იგზავნება მაღაზიებში, სადაც ჩვენ ვყიდულობთ.
მაგრამ ყველაზე სახიფათო ამ ყველაფერში ის არ არის, რაც შეგნებულად ემატება, არამედ ის, რაც ამ ტექნოლოგიური პროცესის შედეგად ბუნებრივად ჩნდება.
საუბარია აკრილამიდზე – ნივთიერებაზე, რომელსაც მეცნიერები ძლიერი ნეიროტოქსიკური და პოტენციურად კიბოს გამომწვევი ეფექტის მატარებლად მიიჩნევენ. ის ჩნდება მაშინ, როცა ნახშირწყლოვანი საკვები მაღალ ტემპერატურაზე იწვება ან ითავსება, მაგალითად, კარტოფილის ჩიფსების შემთხვევაში.
აკრილამიდის გამო კალიფორნიის შტატმა 2005 წელს სცადა ჩიფსების აკრძალვა.
საბოლოოდ, მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ, დაედოთ პირობა, რომ პროდუქტში ამ ნივთიერების შემცველობას რამდენჯერმე შეამცირებდნენ. იმ დროისთვის შეთანხმდნენ, რომ 1 მილიარდ გრამ პროდუქტზე არ უნდა ყოფილიყო 275 გრამზე მეტი აკრილამიდი. ეს სტანდარტი 2011 წლამდე იცავდათ მხოლოდ ამერიკაში – სხვა ქვეყნების მწარმოებლები კი ამ რეგულაციას არ იცნობენ.
მაშინ როცა დღეს ჩიფსებში აკრილამიდის რაოდენობა ნორმას 39-დან 910-ჯერ აჭარბებს.
კალიფორნიელი მეცნიერების უახლესი კვლევები გვაფრთხილებენ: სახამებლის შემცველი პროდუქტის შემწვარი ვერსიები – იქნება ეს კარტოფილი, ჩიფსი თუ მსგავსი ტიპის სხვა საჭმელი – უკიდურესად მავნეა. მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებისას სახამებელი გამოყოფს დიდი რაოდენობით აკრილამიდს, რომლის მთლიანად მოცილება ტექნიკურად შეუძლებელია.
რა ვქნათ?
თუ გსურთ, დარწმუნებული იყოთ, რომ უსაფრთხო საკვებს იღებთ – იკვებეთ რაც შეიძლება მინიმალურად დამუშავებული ან უმი პროდუქტებით. მეცნიერები გვირჩევენ, რომ ყოველდღიურ რაციონში საკვების მინიმუმ მესამედი ასეთი ტიპის უნდა იყოს – რომ სხეულს რეალურად დაეხმაროთ, და არ ავნოთ.