კურკუმას სასმელი - ბუნებრივი იარაღი სიმსივნის და ჭარბი წონის წინააღმდეგ

06-06-2025
გიორგი ზ.
Aa

კურკუმას სასარგებლო თვისებები მთელ მსოფლიოშია აღიარებული. ეს სანელებელი ფლობს ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო და ანტისეპტიკურ თვისებებს. დაუმატეთ ის პირველ და მეორე კერძებს, რათა მნიშვნელოვნად შეამციროთ ათეროსკლეროზული ფოლაქის წარმოქმნის რისკი.

კურკუმა ძირითადად ინდურ კულინარიასთან არის დაკავშირებული. მოამზადეთ კერი (თევზის ან ხორცის ცხარე საწებელი) იმ პროდუქტებისგან, რაც სახლში გაქვთ – ბოსტნეული, ხორცი, თევზი, კვერცხი ან ოსპი და დაუმატეთ ერთი დიდი კოვზი კურკუმა სხვა ისეთ სანელებლებთან ერთად, როგორიცაა კვლიავი, ქინძი, კოჭა და ნიორი. გამოიყენეთ სუპებში, ჩაშუშულ კერძებში, ბრინჯის პლოვში. არაჩვეულებრივ გემოსთან ერთად კერძებს კაშკაშა ყვითელ ფერსაც მისცემს.

ბოლო გამოკვლევების თანახმად, კურკუმა ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას. In vitro ტესტების მიხედვით, 80% ავთვისებიანი პროსტატის კიბოს უჯრედები განადგურდა ამ არაჩვეულებრივი სანელებლის ზემოქმედების შედეგად.

ამასთან, თუ კურკუმას თქვენს ყოველდღიურ რაციონში შეიტანთ, გააძლიერებთ იმუნიტეტს, გააუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

სწორედ ამიტომ, ისინი, ვისაც ზედმეტი კილოგრამების მოკლება სურთ, ხშირად იღებენ კურკუმას. სტატიაში გაგიზიარებთ არა მხოლოდ გემრიელ, არამედ საოცრად სასარგებლო სასმელის რეცეპტს. მისი დახმარებით მარტივად გათავისუფლდებით ჭარბი წონისგან და დეტოქსიკაციასაც მოახდენთ.

ინგრედიენტები:

3 ლ წყალი

2-3 ლიმონი

150 მლ თაფლი

2 ს.კ. კურკუმა

მომზადების წესი:

მოამზადეთ 3 ლიტრიანი ქილა

აადუღეთ წყალი, ცოტა გააგრილეთ და გადაასხით ქილაში

თბილ წყალში დაუმატეთ თაფლი და კურკუმა

ლიმონი კარგად გარეცხეთ და ქერქიანად წვრილ სახეხზე გახეხეთ. გადაიღეთ ქილაში, დაახურეთ ხუფი და გააჩერეთ ნაყენი 24 საათის განმავლობაში

სასმელი მიღებამდე აუცილებლად გადაწურეთ. მიიღეთ 120 გ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. კურსი გრძელდება 3 კვირა. შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები