ამ 3 მითს ყველა იჯერებს - შაქარზე გავრცელებული რწმენები, რომელსაც მეცნიერები უარყოფენ

06-06-2025
გიორგი ზ.
Aa

არსებობს ფართოდ გავრცელებული აზრები, რომლებიც ყველამ იცის და ისე არის მიღებული საზოგადოებაში, როგორც აქსიომა მათემატიკაში. თუმცა, ასეთი ფაქტების მიღმა ხშირად მითებია, რომლებიც უკვე კარგა ხანია უარყოფილია სერიოზული მეცნიერების მიერ. მაგ. მითები შაქრის შესახებ:

1 - ყავისფერი შაქარი უფრო სასარგებლოა, ვიდრე თეთრი

სინამდვილეში თეთრი და ყავისფერი შაქარი ერთი და იგივეა. საქმე მხოლოდ ერთ კომპონენტშია, რომელსაც ყავისფერი შაქრის შემადგენლობაში ამატებენ. ეს ჭენჭოა (ინგ. "molasses") - სწორედ ის იწვევს პროდუქტის მუქ ფერს.

2 - დიდი რაოდენობით შაქარი ბავშვს ჰიპერაქტიურს ხდის

ტკბილეული არ ხდის ბავშვს ჰიპერაქტიურს. შაქარი კალორიებია, ხოლო კალორიები - ენერგია. ამიტომ, როდესაც ბავშვები დიდი რაოდენობით ტკბილეულს მიირთმევენ, ენერგია მათგან პირდაპირ მოედინება. მაგრამ მთავარი ის არის, რომ არ დავივიწყოთ - დიდი რაოდენობით შაქარი კბილებისთვის საზიანოა.

3 - შაქარი შეჩვევას იწვევს

2009 წელს ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის დროს ლაბორატორიაში თაგვებს რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით შაქარს აჭმევდნენ. ასეთი "დიეტის" შემდეგ, მათ უკვე აღარ შეეძლოთ არსებობა შაქრის გარეშე. თუმცა, იგივე ექსპერიმენტის ადამიანებზე გამეორების შემდეგ მსგავსი ეფექტი არ დაფიქსირებულა. გარდა ამისა, არავინ დაიწყებს შაქრის ჭამას სხვა საკვების მიღების გარეშე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები