გაითვალისწინეთ ექიმების რჩევა - რატომ უნდა მიირთვათ ნიორი ყოველდღიურად

06-06-2025
გიორგი ზ.
Aa

ნიორი ყველასთვის ცნობილი პროდუქტია, თუმცა მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ბევრმა შესაძლოა არც კი იცოდეს. მეცნიერები კი გვთავაზობენ 8 ძირითად მიზეზს, თუ რატომ ღირს ნივრის ჩართვა ყოველდღიურ რაციონში:

1. იზრდება მიმზიდველობა

კვლევების თანახმად, ნიორი ადამიანის ოფლის სუნს ანეიტრალებს და სხეულს სასიამოვნო სურნელს აძლევს, რაც განსაკუთრებით პოზიტიურ გავლენას ახდენს პაემნის დროს.

2. იმუნიტეტი მყარდება

ნიორი მდიდარია ვიტამინებითა და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც გრიპისა და გაციებისგან დაცვაში გვეხმარება. საჭიროა კარგად გარეცხილი ნივრის გამოყენება.

3. არეგულირებს წნევას და ქოლესტერინს

ნიორი ამცირებს მაღალ წნევას, გულზე სიმძიმესა და “ცუდ” ქოლესტერინს. თუმცა, სამკურნალოდ გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

4. აუმჯობესებს მეხსიერებას

ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს ტვინის უჯრედების დაცვას და მეხსიერების გაუმჯობესებას, განსაკუთრებით ალცჰაიმერის პრევენციის კუთხით.

5. ზრდის გამძლეობას

ნიორი აუმჯობესებს ფიზიკურ დატვირთვასთან გამკლავების უნარს. უძველესი დროიდან იგი ითვლებოდა სპორტსმენებისთვის სასარგებლო პროდუქტად.

6. აჯანსაღებს კანსა და თმას

ნიორი ხელს უწყობს თმის ზრდას და კოლაგენის წარმოქმნას კანში. ასევე იცავს კანს მზის სხივების ზემოქმედებისგან.

7. იცავს კბილებსა და ღრძილებს

ანტიბაქტერიული თვისებები ამცირებს ღრძილების ანთებას, კარიესის რისკს და ზოგადად აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობას.

8. ხელს უწყობს წონის შემცირებას

ნიორი აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმს, რაც სასარგებლოა წონის მართვისთვის.

ბონუსი – უკუჩვენებები

● არ არის რეკომენდებული ორსულობისას, ძუძუთი კვების დროს და 7 წლამდე ბავშვებისთვის

● არ უნდა მიიღოთ ოპერაციამდე 2 კვირით ადრე

● სიფრთხილეა საჭირო კანის პროდუქტების გამოყენებისას

● ცხოველებისთვის — განსაკუთრებით კატებისთვისა და შიბა ინუს მსგავსი ჯიშებისთვის — ნიორი ტოქსიკურია

ექიმების რეკომენდაციით, ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში მაქსიმუმ 4 კბილი ნიორი შეიძლება მიიღოს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები