ჭარხლის აჯიკა - უგემრიელესია

05-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

მარილი

ზეთი - 1.00 ლ

მწარე წიწაკა - 1.00 კგ

ნიორი - 200.00 გ

ტომატ-პასტა - 800.00 გ

წითელი ბულგარული წიწაკა - 3.00 კგ

სტაფილო - 1.00 კგ

ჭარხალი - 1.00 კგ

მომზადების წესი

გათლილ ,გარეცხილ, გასუფთავებულ ჭარხალს, სტაფილოს, ბულგარულს,წიწაკას, ნიორს დავჭრით და გავატარებთ. დავასხამთ ზეთს და შემოვდგამთ დაბალ ცეცხლზე, რომ ჩაიშუშოს .დუღილს რომ დაიწყებს, დაველოდოთ (დაახლოებით) 30 წუთი და დავამატოთ ტომატი და მარილი .ესეც წამოვადუღოთ და ცხელ-ცხელი ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში .



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები