ხაშურში 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა

05-06-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ხაშურში 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა კი უგონო მდგომარებაში იყო.

ინფორმაციას ახალი ამბების სააგენტო "მოზაიკა" ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, მამა პოლიციელია. დილით როდესაც მორიგეობიდან სახლში დაბრუნდა ეს ვითარება დახვდა.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები