გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს

02-06-2025
გიორგი ზ.
Aa

გერმანიაში, ქალაქ ქუიქბორნში ველოსიპედისტმა ფელდბენშტრასეზე მდებარე ნაკადულში დიდი ზომის გველი შენიშნა, რის შემდეგაც ადგილზე მაშველები გამოიძახა. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.

ველოსიპედისტის მიერ აღმოჩენილი გველი ანაკონდა აღმოჩნდა, რომლის სიგრძეც სულ მცირე 2.5 მეტრს შეადგენდა და 30 კილოს იწონიდა.

სახანძრო ბრიგადამ ანაკონდას უსაფრთხოდ დაჭერა და წყლიდან ამოყვანა შეძლო.

“ჩვენ უკვე გადაგვირჩენია კატები ან გაგვითავისუფლებია ღობეში გაჭედილი მელა, მაგრამ ასეთი ოპერაცია არასდროს გვქონია", - განაცხადა სახანძრო ბრიგადის წარმომადგენელმა.

გველის დაჭერის ოპერაციაში 8 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა და მათ თითქმის 4 საათი დასჭირდათ მის დასაჭერად. მათ დახმარება რეპტილიების დარგში ექსპერტმა გაუწია, რომელმაც დაადგინა, რომ წყალში ყვითელი ანაკონდა იყო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები