"ვიგრძენი, რომ მშობლობა, საკუთარ თავზე გადაჭარბებაა" - გიორგი კეკელიძე ქალიშვილზე

30-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

პოეტი და მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ მამა გახდა, მამობაზე თავისი გულწრფელი და ემოციური ფიქრები გაზიარეს "პრაიმტაიმთან" მიცემულ ინტერვიუში. მისი ქალიშვილი - კეკე კეკელიძე 7 მაისს დაიბადა.

ინტერვიუში, რომელიც კეკელიძემ "პრაიმტაიმს" მისცა, მამობის ახალ რეალობაზე ისაუბრა:

- ახალი შეგრძნებები...

- ჯერაც დაკვირვების და გაკვირვების პროცესია. ცოდნის და განცდის მორიგების ამბავი. დრო უფრო გამიიოლებს ზუსტ პასუხს.

- ფიქრები?

- ბევრს მოეხსენება ჩემი ობსესიურობის საქმე, ჭარბ ფიქრებს აქამდეც არ ვუჩიოდი - ახლა ვცდილობ, რომ პირიქით, გამოვხშირო ისინი და კეკესთვის სასარგებლო დავიტოვო. მარტივი ბრძოლა არ არის.

- რა შეიცვალა შენში?

- ვიგრძენი, რომ მშობლობა საკუთარ თავზე გადაჭარბებაა.

- მამაზე ხშირად წერ. როგორ გინდა, რომ ათწლეულების შემდეგ კეკე საუბრობდეს თავის მამაზე?

- მინდა, გამომივიდეს და ამ სასტიკ სამყაროში, მსუბუქი მეხამრიდი მაინც ვიყო მისთვის. ნაკლები ტკივილი და იმედგაცრუება იგრძნოს, რაც, თუნდაც მე გამოვცადე.

- ეს ციცქნა გოგო შენი წიგნების ახალ პერსონაჟად გამოიძერწება?

- ვნახოთ. ოდესმე ალბათ კი. ახლა მთავარი ტექსტი თვითონ არის, რომლის კითხვასაც ვსწავლობ.

- უკვე დიალოგში ცდილობ შეხვიდე. გინდა მალე დაგელაპარაკოს?

- ჩვენ უკვე ვლაპარაკობთ. თვალები ყოფნის ამისთვის. მასაც და მეც.

გიორგი კეკელიძის გულწრფელი განცდები მამობაზე მკითხველს კიდევ ერთხელ აგრძნობინებს, რომ ნამდვილი ლიტერატურა და ჭეშმარიტი ემოცია სწორედ ცხოვრებიდან მოდის.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები