"მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია" - რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

30-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

"მე­რა­ბის ოჯა­ხის­გან და მე­რა­ბის­გან მოხ­დი­ლი ბო­დი­ში მი­ღე­ბუ­ლია და კონ­ფლიქ­ტიც ამო­წუ­რუ­ლია", - ამის შე­სა­ხებ "ნი­კოლ­შო­უს" სო­ლის­ტი, გია ნი­კო­ლა­ძე "ფე­ის­ბუქ­ში" წერს და ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა ბოლო დღე­ე­ბის გახ­მა­უ­რე­ბულ ამ­ბავს.

"მე­რა­ბის ოჯა­ხის­გან და მე­რა­ბის­გან მოხ­დი­ლი ბო­დი­ში მი­ღე­ბუ­ლია და კონ­ფლიქ­ტიც ამო­წუ­რუ­ლია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე ენა­ტარ­ტა­ლე­ბი ჩე­მიც და მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის მხრი­და­ნაც სა­მა­გა­ლი­თოდ და­ის­ჯე­ბი­ან!

დიდი მად­ლო­ბა გულ­შე­მატ­კივ­რო­ბის­თვის, გა­უ­მარ­ჯოს ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოს!

მე­რაბს მალე ახა­ლი ბრძო­ლა აქვს და ყვე­ლა ერ­თად ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ ! გა­უ­მარ­ჯოს ქრის­ტეს სი­ტყვის ძა­ლით მარ­თულ ერ­თი­ან სა­ქარ­თვე­ლოს!", - წერს გია ნი­კო­ლა­ძე.

ცნო­ბის­თვის, ამ ცოტა ხნის წინ, მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა შე­ამ­ჩნი­ეს, mma-ს მებ­რძო­ლი ოქ­ტა­გონ­ზე თა­ვი­სი ტრა­დი­ცი­უ­ლი სიმ­ღე­რის ფონ­ზე აღარ გა­მო­დის. ეს იყო "ნი­კოლ­შო­უს“ ენერ­გი­უ­ლი ჰიტი "მიდი, მიდი, მოვ­დი­ვარ - ცხოვ­რე­ბა თა­მა­შია“, რო­მე­ლიც მე­რა­ბის გა­მოს­ვლებს გან­სა­კუთ­რე­ბულ ემო­ცი­ურ გან­წყო­ბას სძენ­და.

დარ­ბაზ­ში მყო­ფი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლია იყო ის მო­მენ­ტე­ბი, რო­დე­საც მე­რა­ბი ფა­ფა­ხი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შით გა­მო­დი­ო­და ოქ­ტა­გონ­ზე, ხოლო ფო­ნად ჟღერ­და ზუს­ტად ეს მუ­სი­კა - სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც ბევ­რის­თვის მე­რა­ბის სპორ­ტულ გა­მარ­ჯვე­ბებ­თან იყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი. რა­ტომ გაქ­რა ოქ­ტა­გო­ნი­დან ცნო­ბი­ლი ჰიტი?

ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი რამ­დე­ნი­მე დღის წინ დიმა ობო­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში გაჟ­ღერ­და. სტუ­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და დვა­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, გი­ორ­გი კიკ­ნა­ძე, რო­მე­ლიც 13 წე­ლია შტა­ტებ­ში ცხოვ­რობს და ობო­ლა­ძის კი­თხვა­ზე ვრცე­ლი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა, რაც სიმ­ღე­რის ავ­ტო­რის­თვის უსი­ა­მოვ­ნო მო­სას­მე­ნი აღ­მოჩ­ნდა

გი­ორ­გი კიკ­ნა­ძე

"აღ­მოჩ­ნდა, რომ მე­რაბს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და ეგ სიმ­ღე­რა. შონ ომა­ლის­თან ჩხუ­ბამ­დე ფო­ნად ეს იყო ხოლ­მე ჩარ­თუ­ლი. იუ­მო­რისტ ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილს ყვე­ლა იც­ნობთ, ბოლო წლე­ბია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. ცოტა ხნით ადრე, ვახო მო­დის ჩემ­თან და მე­უბ­ნე­ბა, - ნახე, რა მომ­წე­რე­სო - "ნი­კოლ­შო­უმ", გია ნი­კო­ლა­ძემ მო­ი­თხო­ვა თან­ხა, რად­გან მე­რა­ბი მისი სიმ­ღე­რით გა­დი­ო­და. სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ თან­ხა მას კი არ უნ­დო­და, უბ­რა­ლოდ, სთხოვ­დნენ. იმ­დე­ნად ცუ­დად იყო გად­მო­ცე­მუ­ლი ეს ამ­ბა­ვი, რომ მე­წყი­ნა. ვუ­თხა­რი, - ვახო, გა­სა­გე­ბია და მოდი, ვი­სა­უბ­როთ, რა თან­ხა­ზეა სა­უ­ბა­რი. ეს არ მი­სუ­ლა მე­რა­ბის ყუ­რამ­დე. ვუ­თხა­რი, და­რე­კე და და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, თუ რა­ღაც ისე­თი თან­ხაა, მირ­ჩევ­ნია, მე გა­და­ვი­ხა­დო. რად­გან მე­რაბს უყ­ვარს ეგ სიმ­ღე­რა და ოქ­ტა­გონ­ზე რომ გა­მო­დი­ო­და ხოლ­მე, ისე­თი ტემ­პი და რიტ­მი აქვს, მთე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ემო­ცი­უ­რად ხვდე­ბოდ­ნენ. რო­დე­საც ვე­სა­უბ­რე ამ ადა­მი­ანს, ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი თან­ხა მი­თხრა. ამ თან­ხას თუ გა­და­იხ­დი­სო. ოღონდ ამა­საც ვი­ტყვი, რომ მი­თხრა, თუ მე­რა­ბი იხ­დის, არ მინ­დაო და თუ mma იხ­დის, უნდა ავი­ღო ეგ თან­ხაო.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები