სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

30-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

სილქ ქლა­უდ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ოპე­რა­ტო­რის, სილ­ქნე­ტის (Orange Alliance-ის წევ­რი) შვი­ლო­ბილ­მა კომ­პა­ნი­ამ და Integrated Solutions -მა (ევ­რო­პუ­ლი სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო ლი­დე­რის, Orange Polska-ს შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია), 29 მა­ისს სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­ფორ­მეს.

“სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა Integrated Solutions-თან სა­ქარ­თვე­ლო­ში ციფ­რუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია. Orange Alliance-ის გლო­ბა­ლურ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ინო­ვა­ცი­ურ ხედ­ვა­ზე დაყ­რდნო­ბით, გა­ფარ­თოვ­დე­ბა ჩვე­ნი B2B ICT შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა კი მოგ­ვცემს უნი­კა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შევ­თა­ვა­ზოთ ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს მსოფ­ლიო დო­ნის ციფ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტე­ბი და გა­ვაძ­ლი­ე­როთ სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც რე­გი­ონ­ში სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის პო­ზი­ცია.“ და­ვით მა­მუ­ლა­იშ­ვი­ლი, სილ­ქნე­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი

“ეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა იმის დას­ტუ­რია, რომ Integrated Solutions-ის გა­მოც­დი­ლე­ბას შე­უძ­ლია ხელი შე­უ­წყოს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ზრდას ევ­რო­პა­ში. ჩვენ გვსურს გა­ვა­ზი­ა­როთ ჩვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა, გან­ვსა­ზღვროთ სტრა­ტე­გი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და გა­მო­ვავ­ლი­ნოთ მა­ღა­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის მქო­ნე სფე­რო­ე­ბი სილქ ქლა­უ­დის­თვის, ად­გი­ლობ­რი­ვი სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამ­გვა­რი სექ­ტო­რუ­ლი კონ­სულ­ტა­ცია ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­ის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო სცე­ნა­ზე გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ჩემ­თვის პი­რა­დად, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­მა­ყოა”, - ან­ჯეი ზა­ი­ან­ცი, Integrated Solutions-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი.

ამავდრო­უ­ლად, სილ­ქნე­ტი გეგ­მავს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მე­სა­მე დო­ნის მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრის და­ნერგვას სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ევ­რო­პუ­ლი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტებს და უზ­რუნ­ველ­ყოფს ბიზ­ნე­სებს მათი კრი­ტი­კუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის უმაღ­ლე­სი დო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბით. ეს უნი­კა­ლუ­რი დატა ცენ­ტრი გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ციფ­რულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და სა­ფუძ­ველს და­უ­დებს ახალ პარტნი­ო­რო­ბებს, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე.

კომ­პა­ნია სილ­ქნეტს Orange-თან მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აკავ­ში­რებს. პარტნი­ო­რო­ბის ეს ახა­ლი ეტა­პი სა­ქარ­თვე­ლოს ციფ­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნაა, რო­მე­ლიც წა­ა­ხა­ლი­სებს ქვე­ყა­ნა­ში ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვას და გა­მო­ყე­ნე­ბას, შექ­მნის ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ბიზ­ნე­სის­თვის და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას.

Integrated Solutions არის პო­ლო­ნე­თის მე­სა­მე უდი­დე­სი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ინ­ტეგ­რა­ტო­რი. კომ­პა­ნია სთა­ვა­ზობს ბის­ნესს და სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ტებს გლო­ბა­ლუ­რი სტან­დარ­ტის სერ­ვი­სებს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო და სა­ინ­ფორ­მა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, ღრუბ­ლო­ვა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, IT ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, მო­ნა­ცემ­თა ცენ­ტრე­ბის და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კომ­პა­ნია სილქ ქლა­უ­დი წარ­მო­ად­გენს ახალ, თა­ნა­მედ­რო­ვე, ტექ­ნო­ლო­გი­ურ სტარ­ტაპს, რომ­ლის ძი­რი­თა­დი სა­მიზ­ნე B2B გა­ყიდ­ვე­ბია, კომ­პა­ნია ღრუბ­ლო­ვან და კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის უახ­ლეს და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სერ­ვი­სებს სთა­ვა­ზობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რაც ბიზ­ნე­სის ზრდი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ეფექ­ტუ­რი წი­ნა­პი­რო­ბაა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები