ნიკა მელია დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი - რას აცხადებს ადვოკატი

30-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ად­ვო­კა­ტის გი­ორ­გი კონ­და­ხაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია დიღ­მის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ნიკა მე­ლია ლი­სის ტბის ასახ­ვევ­თან ცოტა ხნის წინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც ის ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მი­დი­ო­და.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, “ნიკა მე­ლი­ას და­კა­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს მის მი­მართ რო­მე­ლი­მე უკვე მიმ­დი­ნა­რე საქ­მეს­თან, რად­გან არ­ცერთ მათ­გან­ში აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა, პა­ტიმ­რო­ბა არ აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა მო­გო­ნი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, რომ ხვალ უზ­რუნ­ველ­ყონ მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე მიყ­ვა­ნა“.

შე­გახ­სე­ნებთ, ნიკა მე­ლი­ას სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი დღეს იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა სხდო­მა­ზე არც ნიკა მე­ლია და არც ბრალ­დე­ბის მხა­რე არ გა­მო­ცხად­და, მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 30 მა­ისს, 14:00 სა­ათ­ზეა ჩა­ნიშ­ნუ­ლი. დღეს თა­ვად მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ ხვა­ლინ­დელ პრო­ცეს­ზე მის­ვლას არ აპი­რებს.

ცნო­ბის­თვის, ნიკა მე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის­თვის და­ი­ბა­რეს, სა­დაც ის არ მი­ვი­და, რის შემ­დე­გაც მას ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­ე­ფარ­და, რომ­ლის გა­დახ­დას არ აპი­რებს.

ნიკა მე­ლი­ას ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც "სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას" გუ­ლის­ხმობს.

ეს ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები