"დაიწყეთ დილა ამით.. მიიღეთ საუზმემდე 30 წუთით ადრე" - ნატა გაგუა ძალიან სასარგებლო რეცეპტს გვიზიარებს

28-05-2025
გიორგი ზ.
Aa

ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" გვასწავლის რეცეპტს, რომელიც გაჯანსაღებისა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში გვეხმარება.

ინგრედიენტები:

1 ჩაის კოვზი სელის თესლი

1 ჩაის კოვზი ჩიას თესლი

200-250 გრამი წყალი, სასურველია,თბილი

ნახევარი ლიმონის წვენი

"ეს ნაყენი საღამოს მოვამზადოთ და დილით პირველი ეს უნდა მივიღოთ საუზმემდე 30 წუთით ადრე. შეგიძლიათ 3 კვირა ყოველდღე მიირთვათ და შემდეგ 2 კვირა დაისვენოთ. კარგი იქნება, თუ ამ მარცვლებს დაღეჭავთ. ნახავთ, ერთ კვირაში გასაოცარი შედეგი გექნებათ", - ამბობს ნატა გაგუა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები