ვინ იქნებიან ჰარი პოტერის ახალი სერიალის მთავარი შემსრულებლები?

28-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

HBO-მ დაადასტურა მთავარი როლის შემსრულებლები ახლად დაანონსებული "ჰარი პოტერის" სატელევიზიო სერიალისთვის. ჯადოსნური სამყაროს გულშემატკივრებს ეკრანზე წარუდგებიან:

დომინიკ მაკლაულინი - ჰარი პოტერის როლში

არაბელა სტენტონი - ჰერმიონ გრეინჯერის როლში

ალასტერ სტაუტი - რონ უისლის როლში

სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად ჯოან როულინგი იქნება, რაც პროექტს განსაკუთრებულად ელიან ჰარი პოტერის სამყაროს ერთგული თაყვანისმცემლები.

ახალი ადაპტაცია კლასიკური წიგნების ახალი თაობისთვის გაცოცხლებას შეეცდება, ამჯერად სერიალის ფორმატში. ვარაუდობენ, რომ პრემიერა 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში გაიმართება.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები