"მე და გიორგიმ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ" - რა განაცხადა ადვოკატმა ბაჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ?

27-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი მის და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ხვალ, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ა­კე­თებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მის­მა ად­ვო­კატ­მა ლე­ვან მა­ხა­რაშ­ვილ­მა რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კატს ვრცე­ლი კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია, ვი­ნა­ი­დან მისი გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდარ­ზე გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა თა­ვად ბა­ჩი­აშ­ვილს სურს.

ის ხვალ, 12:00 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, "მტკვა­რი ჰე­სის" საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­კუ­თარ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ა­კე­თებს.

"მე და გი­ორ­გიმ ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად ვი­სა­უბ­რეთ, თუმ­ცა, მისი სურ­ვი­ლია, ხვალ, როცა მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი შედ­გე­ბა ("მტკვა­რი ჰე­სის"), თა­ვად გა­ა­კე­თოს სა­ჯა­როდ გან­ცხა­დე­ბა მომ­ხდარ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, მე დე­ტა­ლებ­ზე, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ და­გე­ლა­პა­რა­კე­ბით",- გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა 2025 წლის 26 მა­ისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ანო­ნი­მუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით წი­თე­ლი ხი­დი­სა და სა­დახ­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ე.წ. მწვა­ნე სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თის მიმ­დე­ბა­რედ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი და მსჯავ­რდე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბა­შია მსჯავ­რდე­ბუ­ლი და მას 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. ამას­თან, მას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს ორ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე.

ბა­ჩი­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე.

ბა­ჩი­აშ­ვილს ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი "მტკვა­რი ჰე­სის" საქ­მე­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 2201-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2-დან 5- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები