"მე როგორც მსახიობი..." - როგორ მოხვდა თამო ვაშალომიძე კანის ფესტივალზე
თამო ვაშალომიძე, რომელიც ცნობილია როგორც მსახიობი, ფოტო მოდელი, ინფლუენსერი და თავის მოვლის საშუალებების ბრენდის "თამოსკინი" დამფუძნებელი, ბოლო პერიოდში აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო მოდისა და კინოწარმოების სფეროში. სულ ცოტა ხნის წინ ის მილანის მოდის კვირეულზე იყო მიწვეული, სადაც საკუთარი პროდუქტები წარადგინა, ამჯერად კი კანის პრესტიჟულ კინოფესტივალზე გამოჩნდა.
ვაშალომიძე წლებია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ქვეშ და არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა პუბლიკაციის მთავარი გმირი.
როგორც თავად თამომ ბექა მაისურაძესთან საუბარში აღნიშნა, კანის ფესტივალზე მისი გამოჩენა ამჯერად არა როგორც ინფლუენსერის, არამედ როგორც მსახიობის სტატუსით მოხდა:
"მე როგორც მსახიობი აქ ისე მოვხვდი და არა როგორც ინფლუენსერი, ფილმის პრემიერა იქნება ნოემბერში, ასევე მაქვს სხვა ქასთინგებიც, ეს ჩემთვის ახალია და ძალიან ვნერვიულობ, მით უმეტეს არ ვიცი ენა", =მამბობს ვაშალომიძე.
თამო ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ეს ეტაპი სრულიად ახალი და ამაღელვებელია, თუმცა გეგმავს, რომ კარიერა საერთაშორისო დონეზეც გააგრძელოს.