რა პრიზი გადასცეს ნუცა ბუზალაძეს კანის კინო ფესტივალზე?
მომღერალმა ნუცა ბუზალაძე საერთაშორისო წარმატებას მიაღწია - მას WIBA Awards-ის დაჯილდოების ცერემონიალზე წლის მუსიკალური ინფლუენსერის ტიტული მიანიჭეს. ღონისძიება საფრანგეთში, კანში გაიმართა და მას მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები და მომღერლები ესწრებოდნენ.
ნუცამ მიღწევის შესახებ სოციალური ქსელით შეატყობინა თავის გამომწერებს და კადრებიც გააზიარა. როგორც თავად წერს, ეს გამარჯვება მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა:
"ეს ნამდვილად დიდი პატივია, მადლიერი ვარ". - აღნიშნავს ნუცა ბუზალაძე.
აღსანიშნავია, რომ WIBA Awards (World Influencers and Bloggers Awards) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც გავლენიან ფიგურებსა და კონტენტშემქმნელებს საერთაშორისო დონეზე აღიარებს.
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები