"ზურა ჯაფარიძეს 2012 წლამდე "ნაცებთან" შეხება არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ბენდუქიძესთან მეგობრობას... რაშია საქმე?!" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

25-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტუ­სი, სა­დაც ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის და­კა­ვე­ბის ფაქტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა. ჟურ­ნა­ლის­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ, რო­მე­ლიც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ებს იძი­ებს, და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რა ზუ­რაბ "გირ­ჩი" ჯა­ფა­რი­ძე.

ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს იმა­ზე, რომ ჯა­ფა­რი­ძეს 2012 წლამ­დე "ნა­ცებ­თან" შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია, თუ არ ჩავ­თვლით მის მე­გობ­რო­ბას კახა ბენ­დუ­ქი­ძეს­თან.

"რა­შია საქ­მე?! წუ­ლუ­კი­ან­მა შექ­მნა კო­მი­სია, რო­მელ­საც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მე­ე­ბი უნდა გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნა. და­ი­ბა­რეს ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძე. კაცი, რო­მელ­საც 2012 წლამ­დე ნა­ცებ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია. თუ არ ჩავ­თვლით ბენ­დუ­ქი­ძეს­თან მე­გობ­რო­ბას.

ზურა, პარ­ტი­ა­ში მი­ვი­და 2012 წლის შემ­დეგ. ბუ­ნებ­რი­ვია რომ არ მი­ვი­და. რა­ტომ უნდა მი­სუ­ლი­ყო? თეას ხუშ­ტუ­რის გამო? ად­გნენ და და­ი­ჭი­რეს. აქ არაა სა­უ­ბა­რი პო­ლი­ტი­კურ სიმ­პა­თი­ებ­ზე. სულ რომ ქოცი კი­თხუ­ლობ­დე ამას, უნდა იაზ­რებ­დე რომ უსა­მარ­თლო­ბაა" - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2025 წლის 22 მა­ისს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ის „გირ­ჩი – მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა“ ლი­დე­რის, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი შვან­გი­რა­ძემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო მას შემ­დეგ, რაც ჯა­ფა­რი­ძემ უარი გა­ნა­ცხა­და 20,000 ლა­რის გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე, რო­მე­ლიც მას 16 აპ­რილს და­ე­კის­რა. ბრალ­დე­ბა ეხე­ბა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას, რაც სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით ის­ჯე­ბა .


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები