ამაზონის ტომი უჩივის New York Times-ს სტატიის გამო, რომელშიც ისინი, თითქოსდა პორნოდამოკიდებულებად იყვნენ წარმოჩენილნი

25-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ამა­ზო­ნის მა­რუ­ბოს ტომ­მა სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა გა­ზეთ „ნიუ-იორკ თა­იმ­სის“ (NYT) წი­ნა­აღ­მდეგ სტა­ტი­ის გამო, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლი იყო, თუ რო­გორ მო­ი­პო­ვა ტომ­მა წვდო­მა მა­ღალ­სიჩ­ქა­რი­ან ინ­ტერ­ნეტ­ზე და მას შემ­დეგ, მო­სარ­ჩე­ლე­ე­ბის მტკი­ცე­ბით, პორ­ნო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბად იქ­ცნენ.

სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ ამე­რი­კულ გა­ზეთ­ში მა­რუ­ბოს ტომი წარ­მო­ჩე­ნი­ლი იყო, რო­გორც „ინ­ტერ­ნე­ტის ძი­რი­თად ეფექ­ტებ­თან გამ­კლა­ვე­ბის უუ­ნა­რო“ და ეყ­რდნო­ბო­და ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბულ მო­საზ­რე­ბას, რომ „ტო­მის ახალ­გაზ­რდო­ბა პორ­ნოგ­რა­ფი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და“.

გარ­და ამი­სა, სარ­ჩელ­ში მო­პა­სუ­ხე­ე­ბად TMZ და Yahoo არი­ან და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი. ნათ­ქვა­მია, რომ მათი ახა­ლი ამ­ბე­ბი „დას­ცი­ნის ტო­მის ახალ­გაზ­რდო­ბას“ და „ამა­ხინ­ჯებს მათ ტრა­დი­ცი­ებს“.

და­ახ­ლო­ე­ბით 2000 კა­ცი­ა­ნი აბო­რი­გე­ნუ­ლი თემი - მა­რუ­ბო, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით მი­ნი­მუმ 180 მი­ლი­ონ დო­ლარს ითხოვს.

NYT-მა აღ­ნიშ­ნუ­ლი სტა­ტია მას შემ­დეგ და­წე­რა, რაც ტომ­მა ილონ მას­კის SpaceX-ის თა­ნამ­გზავ­რულ ინ­ტერ­ნეტ სერ­ვის Starlink-ზე წვდო­მა მო­ი­პო­ვა. ინ­ტერ­ნე­ტის გაშ­ვე­ბი­დან ცხრა თვის შემ­დეგ, სტა­ტი­ა­ში მა­გა­ლი­თად იყო მოყ­ვა­ნი­ლი „ტე­ლე­ფო­ნებ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი მო­ზარ­დე­ბი“, „ძა­ლა­დობ­რი­ვი ვი­დეო თა­მა­შე­ბი“ და „პორ­ნოგ­რა­ფი­ა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი“.

თუმ­ცა, სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ის სარ­გე­ბე­ლიც, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნე­ტი ტომს სთა­ვა­ზობ­და. მათ შო­რის, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბი­სა და შო­რე­ულ ნა­თე­სა­ვებ­თან კავ­ში­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

NYT -ის ცნო­ბით კი, მათ სტა­ტი­ა­ში არ იყო პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბა ან მი­ნიშ­ნე­ბა, რომ ტო­მის რო­მე­ლი­მე წევ­რი პორ­ნოგ­რა­ფი­ა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი გახ­და. სარ­ჩელ­ში ნათ­ქვა­მია, რომ სტა­ტია სენ­სა­ცი­უ­რი გა­ხა­დეს სხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა, რო­მელ­შიც ხაზ­გას­მუ­ლი იყო ტო­მის პორ­ნო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.

უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ NYT აი­ძუ­ლა, ორი­გი­ნა­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის შემ­დეგ გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა ახა­ლი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: „არა, ამა­ზო­ნის შო­რე­უ­ლი ტომი პორ­ნო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი არ არის“.

ახალ სტა­ტი­ა­ში ხაზ­გას­მუ­ლი იყო, რომ „მსოფ­ლი­ო­ში 100-ზე მეტ­მა ვებ­სა­იტ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­თა­უ­რე­ბი, სა­დაც სიც­რუე ეწე­რა, რომ “მა­რუ­ბო პორ­ნო­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი“.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები