აქ ყველაფერს სხვა გემო, სხვა პეწი და სხვა სურნელი აქვს... - მეგრული ხაჭაპური საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტისგან
რეცეპტი: ვერიკო ჯაჭვაძე
ჩვენი მკითხველების რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ჯგუფში.
ინგრედიენტები
ფქვილი - 1 კგ
მარილი - 1 სკ
შაქარი - 2 სკ
საფუარი - 1 სკ
ზეთი - 150 მლ
მომზადების წესი
1 სკ შაქარი, საფუარი და ცოტაოდენი თბილი წყალი ჭიქაში მოვათავსოთ და გავააქტიუროთ.
ჯამში მოვათავსოთ ფქვილი, დავუმატოთ გააქტიურებული საფუარი, ერთი კოვზი დარჩენილი შაქარი, მარილი, თბილი წყალი და 100 მლ ზეთი. წყალი თავად აკონტროლეთ, ცომი არ გაამაგროთ.
ბოლოს დარჩენილი 50 მლ ზეთი მოზელილ ცომს შეაზილეთ. ცომი კარგად დაამუშავეთ და თავი დააფარეთ. რომ ამოფუვდება, კარგად ჩაზილეთ. ორჯერ ჩაზილეთ ასე. გუნდების ამოღების შემდეგაც დაასვენეთ ცომი. ყველის რაოდენობა და სახეობა თქვენზეა.
გემრიელად მიირთვით!
FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები