"რამდენიმე ძლიერი დარტყმა მომაყენა თავის არეში - ეს პირი იდენტიფიცირებულია" - გრიგოლ გეგელია

25-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

"ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ სა­გა­რეო მდივ­ნის, გრი­გოლ გე­გე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მას თავს ერთი პირი და­ეს­ხა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გე­გე­ლია აცხა­დებს, თავ­დამ­სხმელ­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა თა­ვის არე­ში მი­ა­ყე­ნა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა პირ­მა პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

"ახლა პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი, ეს პირი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. რა თქმა უნდა, ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ ზო­მას გა­მო­ვი­ყე­ნებ მის წი­ნა­აღ­მდეგ. „ტი­ტუშ­კებ­მა“ უნდა გა­ი­გონ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ბო­გი­ნი არ გა­მო­უ­ვათ, ეს ქვე­ყა­ნა ამას არ შე­ე­გუ­ე­ბა, ჩვენ არ ვართ ასე­თი ხალ­ხი და არც კულ­ტუ­რა გვაქვს ასე­თი, რომ ქუ­ჩა­ში ერ­თმა­ნეთს თავ­ში ვურ­ტყათ, ეს არ არის არც ქარ­თუ­ლი, არც წე­სი­ე­რი, არც კა­ნო­ნი­ე­რი და არც კა­ცუ­რი.

სახ­ლთან ახ­ლოს, ეზო­ში, „ტვ პირ­ვე­ლის“ გა­დამ­ღებ ჯგუფს ვე­წე­რე­ბო­დი, რო­გორც ჩანს, ეს პირი უკვე იქ იყო მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, აღ­მარ­თზე ფე­ხით ას­ვლი­სას, ნელი სვლით მან­ქა­ნა მო­მი­ახ­ლოვ­და, მძღოლს უკვე ჩარ­თუ­ლი ჰქონ­და ვი­დეო, აწარ­მო­ებ­და გა­და­ღე­ბას, სა­უ­ბა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და­ი­წყო, ჯერ მან­ქა­ნი­დან მა­ყე­ნებ­და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას და ყვე­ლა შე­საძ­ლო ხერ­ხით სცა­და სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცია, შემ­დეგ და­ტო­ვა მან­ქა­ნა, გად­მო­ვი­და, ჩემ­კენ გა­მო­ე­შუ­რა და თა­ვის არე­ში მო­მა­ყე­ნა რამ­დე­ნი­მე დარ­ტყმა. ტე­რი­ტო­რია სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნით და­ტო­ვა“, - აცხა­დებს გე­გე­ლია.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მომ­ხდარ­ზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­და.

"რე­ა­გი­რე­ბა ნამ­დვი­ლად დრო­უ­ლი იყო, ძა­ლი­ან მა­ლე­ვე გა­მო­ცხად­და სას­წრა­ფო, ასე­ვე მალე პო­ლი­ცი­ის სამი პო­ლი­ცი­ე­ლი მო­ვი­და, რე­ა­გი­რე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი და სრუ­ლი­ად დრო­უ­ლი იყო. იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­ში მან­ქა­ნის ნომ­რით და­ვეხ­მა­რე. პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა ჩა­მი­ტარ­და, ვსა­ჭი­რო­ებ შემ­დეგ, უფრო სიღ­რმი­სე­ულ კვლე­ვას, რად­გან თა­ვის არე­ში რამ­დე­ნი­მე ძლი­ე­რი დარ­ტყმა მო­მა­ყე­ნა.

ეს ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და­ი­წყო, მან თა­ვი­დან­ვე მკი­თხა - შენ ხომ პო­ლი­ტი­კო­სი ხარო? ხში­რია, როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს კი­თხვე­ბი აქვთ, ჩვენც ამის­თვის ვართ, რომ ვუ­პა­სუ­ხოთ. ასე რომ, რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, ასე მომ­მარ­თა და რო­გორც პო­ლი­ტი­კოსს, ისე და­მი­პი­რის­პირ­და წმინ­და პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და გე­გე­ლი­ამ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები