"ჩვენ ყოველთვის "საბჭოთა ბრაზილიელებს" გვეძახდნენ" - ირაკლი ფირცხალავა მოსკოვში ქართველებით დაკომპლექტებულ "ფეხბურთის გუნდს" ქმნის

25-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

"მომ­ღე­რა­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ახლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია" - ასე­თი პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას რუ­სუ­ლი მე­დია.

რე­ა­ლუ­რად, საქ­მე ეხე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო-მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალს "არტ-ფეხ­ბურ­თი", რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში 7-დან 15 ივ­ნი­სამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ში სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის არ­ტის­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი.

წელს "არტ-ფეხ­ბურ­თის" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან 16 გუნ­დის შეკ­რე­ბა გა­და­წყვი­ტეს. მათ შო­რის არის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბიც, რო­მელ­საც ფირ­ცხა­ლა­ვა ხელ­მძღვა­ნე­ლობს. მისი თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს გულ­წრფე­ლად სურ­დათ მათი ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის ორი­გი­ნა­ლუ­რი სა­თა­მა­შო სტი­ლით ხილ­ვა.

"აქ ჩვენ ყვე­ლას ერ­თად შეგ­ვიძ­ლია შევ­ხვდეთ, ჩა­ვე­ხუ­ტოთ ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დებს, ვი­სა­უბ­როთ ყვე­ლა­ფერ­ზე, მო­ვის­მი­ნოთ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი" - ამ­ბობს ფირ­ცხა­ლა­ვა.

მისი თქმით, ვარ­სკვლა­ვებს შო­რის ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ­სე­ბუ­ლი ატ­მოს­ფე­რო მას სხვა­გან არ უნა­ხავს. სწო­რედ აქ შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლი მე­გობ­რო­ბის ატ­მოს­ფე­რო­ში ჩა­ძირ­ვა. და მას სურს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­მაც იგ­რძნოს ეს და მისი ქვეყ­ნის პო­პუ­ლა­რუ­ლი არ­ტის­ტე­ბი დიდი სა­ფეხ­ბურ­თო მოძ­რა­ო­ბის ნა­წი­ლი გახ­დნენ. გარ­და ამი­სა, ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მოს­კო­ვი ნამ­დვილ სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ი­ღებს იმ სა­თა­მა­შო სტი­ლის­გან, რომ­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბაც მხო­ლოდ მის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს შე­უძ­ლი­ათ.

"ჩვენ სტა­დი­ონ­ზე ნამ­დვილ ქარ­თულ ფეხ­ბურთს ვაჩ­ვე­ნებთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ხალ­ხს ასე­თი ფეხ­ბურ­თი მო­ე­ნატ­რა“, – ამ­ბობს ის.

გუნ­დი ფაქ­ტობ­რი­ვად ერთ თვე­ში შე­იკ­რი­ბა. ვარ­ჯი­შე­ბი კვი­რა­ში ორ­ჯერ ტარ­დე­ბა.

"ჩვენ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად მი­ვუ­დე­ქით თა­მა­შის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მომ­ზა­დე­ბის სა­კითხს, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ცოტა დრო გვქონ­და. და ვფიქ­რობ, ჩვე­ნი ამო­ცა­ნაა ღირ­სე­უ­ლად ვი­ას­პა­რე­ზოთ ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­გორც სცე­ნა­ზე, ასე­ვე მო­ე­დან­ზე“.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას არ ეპა­რე­ბა ეჭვი, რომ მისი გუნ­დის ბურთთან მუ­შა­ო­ბის მიდ­გო­მა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

"ქარ­თუ­ლი სა­თა­მა­შო სტი­ლი ძა­ლი­ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, ჩვენ ყო­ველ­თვის "საბ­ჭო­თა ბრა­ზი­ლი­ე­ლებს" გვე­ძახ­დნენ. თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ნე­ბის­მი­ერ ქა­ლაქ­ში ჩას­ვლა ყო­ველ­თვის გარ­კვე­უ­ლი მოვ­ლე­ნა იყო. და თბი­ლის­ში სტა­დი­ო­ნე­ბი უფრო მე­ტად ივ­სე­ბო­და, ვიდ­რე ად­გი­ლობ­რი­ვი გუნ­დე­ბის სა­ში­ნაო მატ­ჩებ­ზე“. - ამ­ბობს ფირ­ცხა­ლა­ვა.

ვინ არი­ან ფირ­ცხა­ლა­ვას "ფეხ­ბურ­თის გუნ­დის" ქარ­თვე­ლი წევ­რე­ბი ამა­ზე რუ­სუ­ლი მე­დია არ წერს. რო­გორც ჩანს, სი­ურპრი­ზია და პირ­ვე­ლად 7 ივ­ნისს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები