"სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებს..." - მესამე კურსის სტუდენტი ტრაგიკულად დაიღუპა

30-06-2023
ლექსო ნოზაძე
Aa

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

პოსტში წერია, რომ გარდაიცვალა მესამე კურსის სტუდენტი ლიკა ოკიჯანოვი.

,,შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საჯარო ადმინისტრირების და სახელმწიფო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, ლიკა ოკიჯანოვის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, მეგობრებს, კურსელებსა და ლექტორებს. IBSU-ს სტუდენტებმა ლიკას ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მის სახელზე სანთლები დაანთეს", - წერს უნივერსიტეტი.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები