"მადლობა დათუჩა" - შეურიგდა თუ არა ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას?

24-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

რუსკა მაყაშვილის ახალი გადაცემა, სახელწოდებით "რა ბაზარია", რომელიც იუთუბზე გადის, ამჯერად ცნობილი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე ესტუმრა. როგორც თავად ინტერვიუში განმარტა, იგი ახლახან ცოტა ხნით დაბრუნდა მილანიდან, სადაც ბოლო პერიოდი ცხოვრობდა.

საუბარი შეეხო მის ახალ ეტაპს ცხოვრებაში - იტალიურ ყოველდღიურობას, პირად ურთიერთობებს შვილებთან და მის შინაგან გარდატეხებს. ალექსანდრამ გულახდილად ილაპარაკა იმ პერიოდზე, როცა გადაწყვიტა დრო მხოლოდ საკუთარ თავს დაეთმო და აღნიშნა:

"შვილები ძალიან მომენატრა და ჩამოვედი მათ სანახავად. იქამდე ისეთი ფაზა მქონდა ცხოვრებაში, რომ ყველა წავიდა ჩემგან და ვთქვი – ახლა დროა ჩემს თავს მივხედო. პირველად ვარ ასე უსაქმური და უმუშევარი. იტალიაში ყოფნისას ვვარჯიშობდი, ვსწავლობდი ენას, ხანდახან შოპინგიც. ისეთი არასტაბილური ხასიათი მაქვს, ისეთივე არასტაბილური ცხოვრებაც მაქვს", - ამბობს ალექსანდრა.

მან პირველად საჯაროდ დაადასტურა გავრცელებული ჭორიც - რომ შეურიგდა ყოფილ მეუღლეს, დავით კოდუას.

გადაცემის ერთ-ერთ მომენტში კადრში დავით კოდუაც გამოჩნდა და ალექსანდრასთვის წითელი ვარდების თაიგული შემოიტანა."

"მადლობა, დათუჩა", - გაუღიმა ალექსანდრამ და საუბარი ასე გააგრძელა:

"იცი, დათო რა რეიტინგულია? როცა ჩემს ფოტოს "ინსტაგრამზე" 30 ათასი ადამიანი უყურებს, მასთან ერთად გადაღებულს – 120 ათასი. დღეს დილას ვარჯიშიდან რომ დაბრუნდა, ყვავილები მომიტანა. იცის, რომ ბალზამირებული ვარდები არ მიყვარს – არაპრაქტიკულია, იმხელაა უნდა დაჭრა"..



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები