თამო ვაშალომიძე კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა - იხილეთ ფოტოები
ქართველი მოდელი თამო ვაშალომიძე კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საერთაშორისო ღონისძიებებზე არაჩვეულებრივად წარმოჩინდება. მან ყურადღება არამხოლოდ ელეგანტური იერით, არამედ სილამაზითა და თავდაჯერებულობითაც მიიპყრო.
თამომ საკუთარ სოციალურ ქსელში ემოციები გაუზიარა გამომწერებს და აღნიშნა, რომ კანის ფესტივალზე ყოფნა მისთვის გამორჩეულად დიდი გამოცდილებაა:
"ეს ემოცია სიტყვებით აღწერას არ ექვემდებარება. კანი – ეს სხვა სამყაროა. საკმაოდ რთულია, მაგრამ შეუდარებელი გამოცდილებაა. უამრავი განსაკუთრებული ადამიანი გავიცანი..." – ამბობს მოდელი.
წითელ ხალიჩაზე თამო შესანიშნავ ფორმაში იყო და მისმა ლუქმაც დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც ქართველი, ისე უცხოელი გამომწერებისგან.
იხილეთ კადრები პირდაპირ კანის ფესტივალიდან და თავად შეაფასეთ ქართველი მოდელის საერთაშორისო დებიუტი.


