მსოფლიო ინტერნეტის გარეშე? - ბრიტანელი ახალგაზრდების თითქმის ნახევარი ამბობს, რომ ურჩევნია იცხოვროს მსოფლიოში, სადაც ინტერნეტი არ იარსებებს

23-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

მსოფ­ლიო ინ­ტერ­ნე­ტის გა­რე­შე? - ბრი­ტა­ნუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, თურ­მე სწო­რედ ესაა ახალ­გაზ­რდე­ბის თით­ქმის ნა­ხევ­რის სურ­ვი­ლი.

რო­გორც ახალ­მა გა­მო­კი­თხვამ გა­მო­ავ­ლი­ნა, კვლე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ამ­ბობს, რომ ურ­ჩევ­ნია იცხოვ­როს მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი არ იარ­სე­ბებს.

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ 16-დან 21 წლამ­დე ახალ­გაზ­რდე­ბის თით­ქმის 70% სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო­ის შემ­დეგ თავს უა­რე­სად გრძნობს.

ნა­ხე­ვა­რი (50%) მხარს უჭერს "ციფ­რულ კო­მენ­დან­ტის სა­ათს", რო­მე­ლიც შე­ზღუ­დავს მათ წვდო­მას გარ­კვე­ულ აპ­ლი­კა­ცი­ებ­სა და სა­ი­ტებ­ზე სა­ღა­მოს 10 სა­ა­თის შემ­დეგ, ხოლო 46%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ურ­ჩევ­ნია, ახალ­გაზ­რდო­ბა ისეთ სამ­ყა­რო­ში გა­ა­ტა­როს, სა­დაც ინ­ტერ­ნე­ტი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობს.

რეს­პონ­დენ­ტე­ბის მე­ო­თხე­დი დღე­ში 4 ან მეტ სა­ათს ატა­რებს სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში, ხოლო გა­მო­კი­თხულ­თა 42%-მა აღი­ა­რა, რომ მშობ­ლებს ატყუ­ებს იმის შე­სა­ხებ, თუ რას აკე­თებს ონ­ლა­ინ.

42%-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში თა­ვი­სი ასა­კის შე­სა­ხებ იტყუ­ე­ბო­და; 40%-მა აღი­ა­რა, რომ ჰქონ­და სა­თა­და­რი­გო ან­გა­რი­შიც; ხოლო 27%-მა თქვა, რომ სრუ­ლი­ად სხვა პი­როვ­ნე­ბად ასა­ღებ­და თავს.

შე­დე­გე­ბი მას შემ­დეგ გა­მოქ­ვეყ­ნდა, რაც ბრი­ტა­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მდი­ვან­მა, პი­ტერ კა­ილ­მა, მი­ა­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა გარ­კვე­უ­ლი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის­თვის, რო­გო­რი­ცაა TikTok და Instagram, სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მორ­თვის დრო­ის და­წე­სე­ბას გა­ნი­ხი­ლავ­და.

რანი გო­ვენ­დერ­მა, ბავ­შვთა ონ­ლა­ინ უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის მე­ნე­ჯერ­მა, გა­ნა­ცხა­და, რომ ციფ­რუ­ლი კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­სარ­გებ­ლოა, სხვა ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბის გა­რე­შე, ბავ­შვე­ბის მავ­ნე მა­სა­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბას ვერ შე­ა­ჩე­რებს.

"ჩვენ უნდა გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ მარ­ტო ციფ­რუ­ლი კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი ვერ და­ი­ცავს ბავ­შვებს იმ რის­კე­ბის­გან, რომ­ლებ­საც ისი­ნი ონ­ლა­ინ აწყდე­ბი­ან. მათ დღის სხვა მო­ნაკ­ვე­თებ­ში შე­ეძ­ლე­ბათ ყვე­ლა ამ რის­კის ნახ­ვა და მა­ინც იმა­ვე გავ­ლე­ნის ქვეშ მო­ექ­ცე­ვი­ან", - აღ­ნიშ­ნა მან.

გო­ვენ­დერ­მა დას­ძი­ნა, რომ კომ­პა­ნი­ე­ბი­სა და მთავ­რო­ბის მთა­ვა­რი ფო­კუ­სი იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა, რომ ბავ­შვე­ბი "გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხო სა­ი­ტებს" იყე­ნებ­დნენ.

ბრი­ტა­ნე­თის სტან­დარ­ტე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც 1 293 ახალ­გაზ­რდა გა­მო­ი­კი­თხა, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ რეს­პონ­დენ­ტე­ბის 27%-ს ერთხელ მა­ინც გა­უ­ზი­ა­რე­ბია უცხო პი­რე­ბის­თვის თა­ვი­სი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა.

იმა­ვე გა­მო­კი­თხვა­ში, სამ­მა მე­ო­თხედ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პან­დე­მი­ის შე­დე­გად უფრო მეტი დრო გა­ა­ტა­რეს ონ­ლა­ინ, ხოლო 68%-მა თქვა, რომ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებ­და მათ ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე.

რო­გორც ენდი ბე­რო­უზ­მა, თვით­მკვლე­ლო­ბის პრე­ვენ­ცი­ის საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, Molly Rose Foundation-ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა გა­უს­ვა ხაზი, "ახალ­გაზ­რდე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში ყოფ­ნის რის­კებს აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ და, უფრო მე­ტიც, სურთ, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი მათ და­სა­ცა­ვად ამოქ­მედ­დნენ".

მან დას­ძი­ნა, რომ "სას­წრა­ფოდ ახა­ლი კა­ნო­ნე­ბია სა­ჭი­რო, რათა სა­ბო­ლო­ოდ, რე­გუ­ლი­რე­ბის გზით და­ი­ნერ­გოს უსაფრ­თხო მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს დიდი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ზე წინ და­ა­ყე­ნებს".


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები