საკურას რეკორდული სიგრძის ხეივანი ლეჩხუმში - როდის დასრულდება მისი გაშენების პროცესი?

23-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

სა­კუ­რას ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ხე­ი­ვა­ნი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, ჯო­ნო­უ­ლის ხე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი წა­მო­წყე­ბა „და­კარ­გუ­ლი სა­მო­თხის“ ავ­ტორს ლექ­სო ჩარ­კვი­ანს ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც „ბი­ნესპრეს­ნი­უსს“ ესა­უბ­რა.

მისი თქმით, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო, პრო­ექ­ტი შე­ფერ­ხდა, თუმ­ცა ის აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა. ლექ­სო ჩარ­კვი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ დრო­დის­თვის სა­კუ­რას ხე­ი­ვა­ნი 1.5 კი­ლო­მეტრზე უკვე გა­შე­ნე­ბუ­ლია, 5 კი­ლო­მეტ­რი კი მაქ­სი­მუმ შე­მოდ­გო­მა­ზე და­ი­ფა­რე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მის ყვა­ვი­ლო­ბის პე­რი­ოდს, რო­გორც „და­კარ­გუ­ლი სა­მო­თხის“ ავ­ტო­რი ამ­ბობს, არ­სე­ბუ­ლი ნერ­გე­ბი მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე უკვე აყ­ვა­ვილ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ იმა­საც, რომ ლექ­სო ჩარ­კვი­ა­ნის წა­მო­წყე­ბას გა­სულ წლის აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში მო­ხა­ლი­სე­ე­ბის ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან შე­უ­ერ­თდნენ. ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამ დრო­ის­თვის სა­კუ­რას ყვე­ლა­ზე გრძე­ლი, 1.5 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი ხე­ი­ვა­ნი ია­პო­ნი­ა­შია, „და­კარ­გუ­ლი სა­მო­თხის“ ავ­ტო­რის მი­ზა­ნი კი რე­კორ­დის მოხ­სნაა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები