საქართველოში არ შემოუშვეს ბრიტანელი ჟურნალისტი უილ ნილი - “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე”

23-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

სა­ქარ­თვე­ლო­ში კი­დევ ერთი და­სავ­ლე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი არ შე­მო­უშ­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “რე­პორ­ტი­ო­რე­ბი სა­ზღვრებს გა­რე­შე” (RSF) ავ­რცე­ლებს.

საქ­მე ბრი­ტა­ნელ ჟურ­ნა­ლისტს, უილ ნილს ეხე­ბა, რო­მე­ლიც 20 მა­ისს სომ­ხეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვარ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში არ შე­მო­უშ­ვეს. აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ ნილი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წლი­დან ცხოვ­რობ­და.

RSF აღ­ნიშ­ნავს, რომ ნი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­შე­მოშ­ვე­ბა აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ “გა­შა­ვე­ბის” კამ­პა­ნი­ას მოჰ­ყვე­ბა, რო­მელ­საც ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი და პრო-სამ­თავ­რო­ბო გა­მო­ცე­მე­ბი უძღვე­ბოდ­ნენ. ასე­ვე, აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ "მათი თავ­დას­ხმა“ ნი­ლის მიერ ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნალ Byline Times-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას მოყ­ვა, რო­მელ­შიც ჟურ­ნა­ლის­ტი ბიზ­ნეს კავ­ში­რებ­ზე სა­უბ­რობს ბრი­ტა­ნეთ­ში მდე­ბა­რე კერ­ძო სა­აქ­ციო ჯგუფ Hunnewell Partners-სა და რუს ოლი­გარ­ქს, რო­მან აბ­რა­მო­ვიჩს შო­რის, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის მი­ე­რაა და­საქნცი­რე­ბუ­ლი. Hunnewell Partners კი, თა­ვის მხრივ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბიზ­ნეს პარტნი­ო­რია და "პრო-სამ­თავ­რო­ბო ტე­ლე­არხ “იმე­დი ტვ”-ს ფლობს“.

"უილ ნი­ლის შემ­თხვე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის რეპ­რე­სი­ე­ბის ახალ ეტაპს აღ­ნიშ­ნავს და მმარ­თვე­ლე­ბის მიერ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში ნე­ბის­მი­ე­რი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის უარ­ყო­ფას ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს. იქ­ნე­ბა ეს “გა­შა­ვე­ბის”კამ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლებ­საც პრო-სამ­თავ­რო­ბო მე­დია და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უძღვე­ბი­ან, თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი დაბ­რკო­ლე­ბა, ეს და­ში­ნე­ბის ტაქ­ტი­კე­ბი უნდა დას­რულ­დეს. RSF გმობს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ აკ­რძალ­ვას და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მისი მოხ­სნის­კენ მო­უ­წო­დებს. ბრი­ტა­ნელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა ასე­ვე პა­სუ­ხი უნდა აგე­ბი­ნონ ქარ­თველ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, ვინც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი არი­ან ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქის ერთ-ერთი უფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და RSF-ის აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჟენ კა­ვე­ლი­ემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები