"გიორგი ვაშაძეს არაფერი გადაუხდია, ქონება ჩადო გარანტად, რომ არ გაიქცევა" - პაატა მანჯგალაძე

22-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

გი­ორ­გი ვა­შა­ძეს არა­ფე­რი გა­და­უხ­დია, კონ­კრე­ტუ­ლი ქო­ნე­ბა ჩადო იმის გა­რან­ტად, რომ არ გა­იქ­ცე­ვა. ბო­ლომ­დე აპი­რებს ბრძო­ლას და შე­იძ­ლე­ბა 1-2 თვე­ში დად­გეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სად არის აქ გაქ­ცე­ვა და შიში?! , - ამის შე­სა­ხებ "სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა პა­ა­ტა მან­ჯგა­ლა­ძემ გი­ორ­გი ვა­შა­ძის მიერ დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის საქ­მე­ზე აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რა­ოს გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მან­ჯგა­ლა­ძემ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დი­ა­ში“ „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის“ ლი­დე­რის ზურა გირ­ჩი ჯა­ფა­რი­ძის და­კა­ვე­ბა შე­ა­ფა­სა და აღ­ნიშ­ნა, რომ ზურა გირ­ჩის მო­რა­ლურ­მა პო­ზი­ცი­ამ და გამ­ბე­და­ო­ბამ სის­ტე­მა კი­დევ ერთხელ ამ­ხი­ლა.

„ფაქ­ტობ­რი­ვად, ზუ­რას მხრი­დან დღეს იყო მხი­ლე­ბა. მის­მა მო­რა­ლურ­მა პო­ზი­ცი­ამ და გამ­ბე­და­ო­ბამ სის­ტე­მა კი­დევ ერთხელ ამ­ხი­ლა. მარ­ტო მხი­ლე­ბა და მსხვერ­პლი ხომ არ გვჭირ­დე­ბა, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ერ­თი­ა­ნო­ბა. ხალ­ხს ეშ­ლე­ბა, რომ არ­ჩე­ვა­ნი არ­სე­ბობს - ან ჯა­რი­მას გა­და­იხ­დი ან წახ­ვი­დო­დი პა­ტიმ­რო­ბა­ში, ასე­თი რამ არ ხდე­ბა. ეს არის წი­ნას­წა­რი აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე სის­ხლის სა­მარ­თლის „გა­მო­ძი­ე­ბის“ პი­რო­ბებ­ში ქვეყ­ნი­დან არ გაქ­ცე­ვის. ვი­საც გი­ორ­გი ვა­შა­ძის პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა ეჩ­ქა­რე­ბა, ჩვენ ამის­თვის მზად ვართ. რო­დე­საც ვა­შა­ძე წუ­ლუ­კი­ა­ნის კო­მი­სი­ა­ში არ მი­ვი­და, მა­შინ­ვე ჰქონ­და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ რა ჯო­ბია: რე­ჟიმს ეს მიზ­ნე­ბი შე­ვუს­რუ­ლოთ, რაც არის ის, რომ მალე მოხ­დეს ლი­დე­რე­ბის იზო­ლა­ცია თუ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წი­ოთ?“,- გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე მო­საზ­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს ცი­ხე­ში წას­ვლის გარ­და სხვა მე­თო­დე­ბი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­თვის.

მან­ჯგა­ლა­ძე ფიქ­რობს, რომ ახლა სა­ჭი­როა ერ­თი­ა­ნო­ბა.

"თუ რე­ჟი­მის ამო­ცა­ნაა, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მო­ახ­დი­ნოს ლი­დე­რე­ბის იზო­ლა­ცია, აიყ­ვა­ნოს ტყვედ, რომ შემ­დეგ ივაჭ­როს, რამ­დე­ნად სწო­რი სტრა­ტე­გი­აა ეს?! მეს­მის პი­რა­დი თავ­და­დე­ბას, გმი­რო­ბას, მო­რა­ლურ უპი­რა­ტე­სო­ბას დიდი ძალა აქვს, ჩვენ ყვე­ლა ამა­ყე­ბი ვართ ზუ­რას საქ­ცი­ე­ლით, მაგ­რამ იქ­ნებ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის სხვა გზა არ­სე­ბობს ისე, რომ რე­ჟი­მის­თვის ტყვე­ე­ბის მი­ცე­მა არ დაგ­ვჭირ­დეს. ტყვე­ებს ტყვე­ე­ბი კი არ უნდა და­ვა­მა­ტოთ ისე უნდა და­ვიხ­სნათ. მწყინს და გული მტკი­ვა იმა­ზე, რომ ამ რე­ა­ლო­ბა­შიც კი ბევ­რი ლი­დე­რი და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლე­ჩა­ზე, და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე, ცუ­დის ხმა­ზე უფრო არის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე იმა­ზე, რომ ერ­თმა­ნეთს რა­ღა­ცე­ბი ვა­პა­ტი­ოთ. ჩვენ ახლა ერ­თი­ა­ნო­ბა გვჭირ­დე­ბა, ახლა იმა­ზე უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ რა გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს, რა მოგ­ვცემს ძა­ლას, სტი­მულს.

ჯერ ერთი, ვა­შა­ძეს არა­ფე­რი გა­და­უხ­დია, კონ­კრე­ტუ­ლი ქო­ნე­ბა ჩადო იმის გა­რან­ტად, რომ არ გა­იქ­ცე­ვა. ბო­ლომ­დე აპი­რებს ბრძო­ლას და შე­იძ­ლე­ბა 1-2 თვე­ში დად­გეს სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სად არის აქ გაქ­ცე­ვა და შიში? ეს ორი თვე გვინ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­თვის. სად მი­დის ვა­შა­ძე, ან რა გა­და­ი­ხა­და? კი არ გა­და­ი­ხა­და კონ­კრე­ტუ­ლი ქო­ნე­ბა ჩადო, არა­ფე­რი გა­და­უხ­დია“, - გა­ნა­ცხა­და მან­ჯგა­ლა­ძემ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები