სახლში გამომცხვარი თხელი ლავაში. მაღაზიაში ასეთს ვერ იყიდი!

22-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ამის შემდეგ თხელ ლავაშს აღარ შეიძენთ. სულ რათაც 30 წუთში უგემრიელესი 20 ლავაშის ფირფიტა მზად გექნებათ.

ინგრედიენტები

ფქვილი - 3 ჭიქა

თბილი წყალი - 1 ჭიქა

ზეთი - 1 სკ

შაქარი - 0.5 ჩკ

მარილი - 1 ჩკ

მშრალი საფუარი - 1 ჩკ

მომზადების წესი

მოზილეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან ელასტიკური ცომი, გაყავით 20-16 გუნდად (რაოდნობა დამოკიდებულია ტაფის დიამეტრიც სიდიდეზე). გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გააბრტყელეთ თხლად და ხელითაც გაწელეთ, რაც შეიძლება თხელი ფირფიტა რომ მიიღოთ. შეწვით რამდენიმე წამი გახურებულ, უცხიმო ტაფაზე ორივე მხრიდან. გადმოიღეთ შემწვარი ლავაში წინასწარ გამზადებულ ზედირზე და მოაპკურეთ ჯერ კიდევ ცხელ ლავაშს წყალი, გადააფარეთ ცელოფანი. ასე გაიმეორეთ თითოეულ ლავაშზე. (წყლის მოპკურება აუცილებელია, რათა ლავაში არ გამოშრეს).


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები