როგორ უნდა გააკეთოთ უგემრიელესი, ფუმფულა კატლეტები

22-05-2025
გიორგი ამილახვარი
Aa

ინგრედიენტები

ფქვილი ან საფანელი

მწვანილი ( ქინძი, ოხრახუში, რეჰანი)

მარილი

კვერცხი - 1 ცალი

დამბალი პური - 3 ნაჭერი

ნიორი - 4 კბილი

წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი

კარტოფილი - 1 თავი

ხახვი - 2 თავი

საქონლის ხორცი - 500 გრ


მომზადების წესი

ხორცსაკეპში გაატერეთ 500 გრ საქონლის ხორცი, 2 თავი ხახვი, 1 თავი მოზრდილი კარტოფილი, 4-5 კბილი ნიორი, 1 თავი წითელი ბულგარული წიწაკა, ქინძი, ოხრახუში, 2-3 ღერი რეჰანი, 3 ნაჭერი დამბალი პური, უყავით 2 სკ არაჟანი, კვერცხი, მარილი და კარგად გადაზილეთ. გააჩერეთ 30 წთ, შემდეგ გააკეთეთ ბურთები, ამოსვარეთ პურის ფქვილში ან საფანელში და დაიწყეთ კატლეტების შეწვა. შეწვა დაიწყეთ მაღალ ცეცხლზე, როცა ძირი მოიბრაწება მაშინ დაუწიეთ ცეცხლს და ასე დაასრულეთ მომზადება. გემრიელად მიირთვით!


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები