"კატასტროფა ორი კვირის წინ მოხდა" - რატომ გამოირიყა სოხუმში ზღვის ღორები?

29-06-2023
გიორგი გელაშვილი
Aa

სოხუმის ზღვაში ტალღებმა სანაპიროზე მკვდარი ცხოველები გამორიყა.

ლეშები აფხაზეთის ტელევიზიით აჩვენეს. 

ცხოველებმა გახრწნა ვერ მოასწრეს, დროულად გამოიტანეს. 

ამ ფაქტის შესახებ ალა ბელიაევამ ისაუბრა.

"ჩვენს მდინარეებს რა არ ჩააქვთ ზღვაში. როდესაც სოხუმში მდინარე აძაფშს წმენდდნენ, იქიდან რა არ ამოიღეს: მაცივრები, სარეცხი მანქანები, დივანიც კი. ის მდინარეები, რომელთა ნაპირზეც ხალხი ცხოვრობს, განსაკუთრებით ცუდ დღეშია. უკვე აღარ ვიცი, როგორ გავაგებინო მათ, რომ წყალში ნაგავი არ უნდა ჩაყარო.

რატომღაც დაასკვნეს, რომ ეს ღორები ჩვენთან იქიდან მოცურდნენ. კატასტროფა ორი კვირის წინ მოხდა, თან ცხელა. წარმოგიდგენიათ, აქამდე ეს უბედური ღორები რას დაემგვანებოდნენ?!“

თუ არ ვცდები, ოდესაში კვლევები ჩაატარეს და ითქვა, რომ შავ ზღვაში წყალი უფრო გამტკნარდა. ჩვენამდე ეს ალბათ ვერ მოაღწევს.

წყალი იმიტომ გამტკნარდა, რომ მოკლე დროში ზღვაში დიდი რაოდენობით წყალი ჩაიღვარა. დნეპრი ისედაც იქ ჩაედინებოდა, წყალსაცავში რამდენიმე მილიონი ტონა წყალი იყო დაგროვილი და ის მთლიანად ზღვაში აღმოჩნდა. ზღვა თავის ნიშნულს დაუბრუნდება, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო.", - ამბობს ალა ბელიაევა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები