"მშვიდობით, ჩემო ძვირფასო" - ვის ემშვიდობება შორენა ბეგაშვილი
ცნობილი ფოტომოდელი და ტელესახე შორენა ბეგაშვილი საზოგადოებას სამწუხარო ამბავს ამცნობს - მისი საყვარელი ძაღლი, პენელოპა, ამ სამყაროს დაემშვიდობა. შინაური ცხოველი 15 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მსახიობმა ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც თავისი მწუხარება და სიყვარულით სავსე სიტყვები გაუზიარა გამომწერებს:
"პენელოპა ცისარტყელის მხარეს გაფრინდა… 15 წელი ერთად… მშვიდობით, ჩემო ძვირფასო მეგობარო…"
ბეგაშვილს არაერთხელ გამოუთქვამს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული თავისი ოთხფეხა მეგობრისადმი, რომელიც წლების განმავლობაში ოჯახის სრულფასოვანი წევრი იყო. პენელოპამ მსახიობის გვერდით ცხოვრების მრავალი ეტაპი გაიარა და სოციალურ ქსელებშიც ხშირად ჩნდებოდა შორენას პოსტებში.

FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები