"ისტორიული ღობე ჯართში ჩააბარეს და 3000 ლარად იყიდება" - რას წერს ცირა ელისაშვილი

21-05-2025
გიორგი ზ.
Aa

ცირა ელისაშვილის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ღობეს მივაგენით! ვინც ჰყიდის მესამე ხელია, ჯართში ჩაბარებული იყიდა. სამშენებლო ფირმასთან და მაცხოვრებლებთან (აქედან ერთ-ერთმა გაყიდა) კავშირი არ აქვს.

ღობე დასაბრუნებელია, რასაც ტრანსპორტირების და მონტაჟის თანხა უნდა დაემატოს. ვიცი, რომ მოპარულში თანხის გადახდა ქურდობის წახალისებაა, მაგრამ ეს სხვა შემთხვევაა და სრული თანხა რომ მქონდეს არც დავწერდი. ზუსტად ვიცი, რომ ამ შანსს ვერ დავკარგავ...

პოლონელი არქიტექტორის ალექსანდე შიმკევიჩის სახლი დანიელ ჭონქაძის 8 ნომერში ბევრმა ვიცით. რამდენიმე წლის წინ ამ შენობის გამაგრება მთაწმინდის გამგეობამ დააფინანსა. შენობის გამაგრება მოხდა რესტავრაციის პროექტის გარეშე (ტასზე რესტავრაციის პროექტი არ დევს). 

ამიტომაც არის რომ შემთხვევითი ფერის ფასადი და გაუგებარი დეკორატიული ელემენტები მოვიღეთ და ამ სამუშაოების შედეგად დაიკარგა შენობის თანადროული რკინის ღობე, პირველი სართულის ფანჯრის ცხაურები და ასფალტი გადააგეს ფასადის წინ არსებულ მცირე ზომის ეზოს.

გამგეობიდან, რომელიც იქვე, ზუბალაშვილის ქუჩაზეა, არავის მოსვლია აზრად შესრულებული სამუშაოების შემოწმება, სხვა შემთხვევაში ღობის გაქრობას მაინც შეამჩნევდნენ. 

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჯგუფში გამოჩნდა ანონიმური პირის მიერ დადებული განცხადება, სწორედ ამ ღობის ფოტოთი, რომელსაც 3000 ლარად ჰყიდდა", - წერს ცირა.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები