მატილდა გვარლიანი კორეული Vogue-ის გარეკანზე მოხვდა - იხილეთ ცეცხლოვანი ფოტოები

21-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში წარმატებებს არ წყვეტს. ამჯერად, ახალგაზრდა მოდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჟურნალის - Vogue Korea-ს გარეკანზე გამოჩნდა.

მატილდას ფოტოსესია კორეულ გამოცემასთან განსაკუთრებით შთამბეჭდავია, მასში ფერებისა და სტილის განსაკუთრებული სინთეზი ჩანს. ქართველი მოდელი არამხოლოდ გარეკანზეა წარმოდგენილი, არამედ მასზე ვრცელ ინტერვიუსა და მოდის ფოტოსერიასაც უძღვნის გამოცემა.

მატილდა გვარლიანი ბოლო წლებში ხშირად ჩანს სხვადასხვა ცნობილი ბრენდის ჩვენებებსა და სარეკლამო კამპანიებში. ის დღითიდღე იმკვიდრებს ადგილს მსოფლიო მოდის წამყვან სახეებთან ერთად.

იხილეთ ფოტოები მისი Vogue Korea-ს ფოტოსესიიდან:






FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები