“პოლიტიკოსი ხალხთან უნდა იყოს თუ ციხეში? - საკითხის ასე დასმა, ჰგავს კითხვას: პოლიტპატიმარი სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იყოს თუ ციხეში?“ - ნიკა მელია

20-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

“ძა­ლი­ან გთხოვთ, აქ გი­რა­ო­ზე არ არის სა­უ­ბა­რი და არც 10 000 და არც 50 000 ლარ­ზე, სა­უ­ბა­რია, შენ ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მა­შის წე­სე­ბით თა­მა­შობ თუ არ თა­მა­შობ!“ - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ნიკა მე­ლია სა­კითხს, უნდა მოხ­დეს თუ არა პარ­ლა­მენ­ტში შექ­მნილ დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე უა­რის თქმის გამო, რიგი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის სა­სა­მარ­თლოს მიერ და­კის­რე­ბუ­ლი გი­რა­ოს გა­დახ­და.

რო­გორც ნიკა მე­ლია გან­მარ­ტავს, მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

„პო­ლი­ტი­კო­სი ხალ­ხთან უნდა იყოს, თუ ცი­ხე­ში? - სა­კი­თხის ასე დას­მა, ჰგავს კი­თხვას: პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი სტუ­დენ­ტი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უნდა იყოს თუ ცი­ხე­ში;

პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი მსა­ხი­ო­ბი თე­ატ­რში უნდა იყოს თუ ცი­ხე­ში?

პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ექი­მი ხალ­ხს უნდა მკურ­ნა­ლობ­დეს თუ უნდა იყოს ცი­ხე­ში?

პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ჟურ­ნა­ლის­ტი მე­დი­ა­სივ­რცე­ში უნდა იყოს თუ ცი­ხე­ში?

და ა.შ.

ან მივ­დი­ვართ კომ­პრო­მის­ზე უსა­მარ­თლო­ბას­თან, უსინ­დი­სო­ბას­თან ან იბ­რძვი ბო­ლომ­დე და ხარ მარ­თა­ლი ამ ბრძო­ლა­ში. მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, ეს არის და ეს, ძა­ლი­ან მკა­ფი­ოა. გი­რა­ოს გა­დახ­და­ზე აქ არ არის სა­უ­ბა­რი, 50 პო­ლიტ­პა­ტიმ­რი­დან ნე­ბის­მი­ერს, მაქ­სი­მუმ ერთ კვი­რა­ში შე­უძ­ლია იყოს სახ­ლში, თუ ის კომ­პრო­მის­ზე წავა. „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან“ ბევ­რს უთ­ქვამს კი­დე­ვაც, რომ მა­გა­ლი­თად, მზია ამაღ­ლო­ბელ­მა, სულ მცი­რე, მო­ი­ნა­ნი­ოს და გა­მო­ვუშ­ვებთ. მახ­სოვს, მდი­ნა­რა­ძემ მსა­ხი­ობ ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე­ზე თქვა, რომ თუ და­ვი­ნა­ხავ, ის ინა­ნი­ებს, პი­რა­დად ჩა­ვუდ­გე­ბი თავ­დებ­შიო. ძა­ლი­ან გთხოვთ, აქ გი­რა­ო­ზე არ არის სა­უ­ბა­რი და არც 10 000 და არც 50 000 ლარ­ზე, სა­უ­ბა­რია, შენ ივა­ნიშ­ვი­ლის თა­მა­შის წე­სე­ბით თა­მა­შობ, თუ არ თა­მა­შობ!“ - აცხა­დებს ნიკა მე­ლია.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები