100 ახალი სანქცია რუსეთს და ოფიციალური მოსკოვის პასუხი დიდ ბრიტანეთს - “რუსეთი არასდროს პასუხობს ულტიმატუმებს“

20-05-2025
სახელი არ არის მითითებული
Aa

ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სა.

ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­მიზ­ნეს რუ­სე­თის სამ­ხედ­რო, ენერ­გე­ტი­კუ­ლი, ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რე­ბი და ის პი­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ინ­ფორ­მა­ციო ომში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

„მა­შინ, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი უდა­ნა­შა­უ­ლო უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ თავ­დას­ხმებს აგ­რძე­ლებს, დიდი ბრი­ტა­ნე­თი 100 ახა­ლი სან­ქცი­ის და­წე­სე­ბით ზე­წო­ლას აძ­ლი­ე­რებს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე, გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ დიდი ბრი­ტა­ნე­თი პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად მუ­შა­ობს „ნავ­თო­ბის ფა­სე­ბის ლი­მი­ტის გამ­კაც­რე­ბა­ზე, რაც პუ­ტი­ნის ომის მან­ქა­ნის­თვის ნავ­თო­ბი­დან მი­ღე­ბულ შე­მო­სავ­ლებს კი­დევ უფრო შე­ზღუ­დავს“.

რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბულ ახალ სან­ქცი­ებს ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კე­რი მა­რია ზა­ხა­რო­ვა.

“მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, ზე­ლენ­სკიმ, ევ­რო­პელ ამ­ხა­ნა­გებ­თან ერ­თად, სა­უ­ბა­რი და­ი­წყო ან­ტი­რუ­სუ­ლი სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა­ზე: მათ კი­დევ ერთხელ იმ­ღე­რეს ძვე­ლი სიმ­ღე­რა იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ არ შე­იძ­ლე­ბა რუ­სე­თის ნდო­ბა, რომ ის უნდა და­ი­სა­ჯოს 30-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ულ­ტი­მა­ტუ­მის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის­თვის. უბ­რა­ლოდ, ერთხელ მა­ინც უნდა და­ი­მახ­სოვ­როთ: რუ­სე­თი არას­დროს პა­სუ­ხობს ულ­ტი­მა­ტუ­მებს“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

მისი თქმით, ევ­რო­პა მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არ არის და მისი მი­ზა­ნი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის შეს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მაა.

„აშ­კა­რაა, რომ და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ ულტრა­ლი­ბე­რა­ლებს მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა არ აინ­ტე­რე­სებთ. ისი­ნი სხვა მი­ზანს მის­დე­ვენ: ნე­ბის­მი­ერ ფა­სად უზ­რუნ­ველ­ყონ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა მათი სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის აღ­სად­გე­ნად და ჩვენს ქვე­ყა­ნას­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად“, - აღ­ნიშ­ნა ზა­ხა­რო­ვამ.

მისი მტკი­ცე­ბით, უკ­რა­ი­ნამ და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­მა უკ­რა­ი­ნა­სა და რუ­სეთს შო­რის პირ­და­პი­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლა სცა­დეს, თუმ­ცა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის სპექ­ტაკ­ლი ჩა­ი­შა­ლა.

„გუ­ლუბ­რყვი­ლოდ თვლიდ­ნენ, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­და­დე­ბა მოს­კოვს აი­ძუ­ლებ­და, უარი ეთ­ქვა მათ ჩა­ტა­რე­ბა­ზე. შე­დე­გად, ზე­ლენ­სკის მიერ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლი სა­ვა­ლა­ლოდ ჩა­ი­შა­ლა. იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, 16 მა­ისს დე­ლე­გა­ტე­ბი და­ე­ნიშ­ნა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ას­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად გა­ეგ­ზავ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ზა­ხა­რო­ვამ.



FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები